„ევროპულმა საქართველომ“ პარტიის ახალგაზრდა სპიკერი თათია ვახტანგაძე წარადგინა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ დღეს ქუთაისში, პარტიის ახალგაზრდა სპიკერი თათია ვახტანგაძე წარადგინა.

თათია ვახტანგაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ბაკალავრია, ის ასევე სწავლობდა ნორვეგიის ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში. თათია ვახტანგაძის თქმით, „ევროპული საქართველო“ არის გუნდი, რომელსაც აქვს მომავლის ხედვა და ის აუცილებლად მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

„2 წლის წინ, როდესაც ნორვეგიიდან საქართველოში დავბრუნდი, ვფიქრობდი, რომ ძალიან მალე ისევ უკან დავბრუნდებოდი და გავაგრძელებდი ცხოვრებას ევროპის რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში. ასე ვფიქრობდი, რადგან საქართველოში ვხედავდი ჩამოშლილ საგანმანათლებლო სისტემას, ნეპოტიზმს, კორუფციას, კრიმინალს. ვფიქრობდი, რომ შეუძლებელი იქნებოდა ახლო მომავალში იმ უიმედობის წრის გარღვევა, რომლის გარშემოც საქართველოს მოქალაქეები 30 წელია დავდივართ. თუმცა, ჩამოსვლიდან ძალიან მალე შევხვდი ადამიანებს, რომლებიც ღელავდნენ ამავე პრობლემებზე და აქვთ ხედვა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი. სწორედ ამ გუნდმა, „ევროპულმა საქართველომ“ დამანახა, რომ მათ აქვთ ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები. სწორედ ამიტომ, დღეს მე არ ვაპირებ, რომ ვიცხოვრო სხვა ქვეყანაში, მე ვაპირებ რომ ვიცხოვრო შეცვლილ ქვეყანაში, სადაც მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა გამოხატავს თითოეული მოქალაქის, ჩვენს ინტერესებს და არა წარსულის პოლიტიკოსების ამბიციებსა და ინტერესებს. „ევროპული საქართველო“ დაკომპლექტებულია კომპეტენტური და პროფესიონალი გუნდით, რომელსაც აქვს სწორი ხედვა. სწორედ „ევროპული საქართველოა“ გუნდი, რომელიც მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს“,- განაცხადა თათია ვახტანგაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს