სერგო ჩიხლაძე - მივიღეთ უკონტროლო ეპიდემია და სრულად ჩამოშლილი ეკონომიკა, მთავრობამ ვერც ეპიდემია მართა და ეკონომიკაც მოკლა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას აფასებს და მიაჩნია, რომ მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

ამ ფონზე, მისთვის უცნობია, რეალურად რას აკეთებს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დასაძალევად.

ამასთან, მისი შეფასებით, ბუნდოვანია, როგორია სახელმწიფო სტრატეგია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.

სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ დღეს ამ მიმართულებით მოქმედ მთავრობას უფრო მეტი „ჩავარდნა აქვს, ვიდრე ეს მას წარმოუდგენია“.

“როგორ უნდა ვენდოთ მთავრობას, რომელსაც არ წარმოუდგენია დეტალური გეგმა, რას ვაკეთებთ შემდეგ დღეებში, შემდეგ თვეებში. რა ნორმებს იმუშავებს სხვადასხვა სცენარისთვის? რას აპირებს მთავრობა გუშინ და დღეს დაკეტილ ასეულ ობიექტთან დაკავშირებით? რა მარაგები არსებობს ქვეყანაში დამცავი საშუალებების ან ტესტებთან დაკავშირებით? როგორ ფართოვდება დიაგნოსტიკური ქსელი, ლაბორატორიები? რატომ არ უხდის სახელმწიფო კლინიკებს და ლაბორატორიებს კუთვნილ ანაზღაურებას, მათ შორის კოვიდ კლინიკებს?“ , - აცხადებს ჩიხლაძე.

ის როგორც მთავრობისგან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსგან კითხვებზე პასუხების გაცემას საჯაროდ ითხოვს.

„კიდევ უფრო მეტი კითხვაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გააკეთა მთავრობამ ბოლო 5 თვის განმავლობაში ვირუსის ახალ „ტალღასთან“ დასახვედრად, მითუმეტეს, რომ სეზონურ გრიპთან თანხვედრაში, შესაძლოა, საერთოდ უმართავი გახდეს სიტუაცია. მომზადების და შესაძლებლობების გაზრდის ნაცვლად, ახლა უფრო ნაკლები საწოლია მობილიზებული, ვიდრე ეს აპრილში იყო.

დღემდე არ ვიცით, რა მარაგებია სამედიცინო აღჭურვილობასთან და სახარჯ მასალებთან დაკავშირებით, წამლების მარაგი რა მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების მარაგი. გაიზარდა თუ არა თანამედროვე სტანდარტების მქონე ბოქსირებული პალატების რაოდენობა ქვეყანაში. კვლავ არაფერი გაკეთებულა საავადმყოფოების შიდა ინფექციების კონტროლის გასაუმჯობესებლად და პირველადი ჯანდაცვის მოსამზადებლად, რომ მარტივი და უსიმპტომო შემთხვევები იმართოს პირველადი ჯანდაცვის დონზე. არ მომზადებულა არცერთი ახალი საინფორმაციო კამპანია ზაფხულის პერიოდში. კიდევ ბევრი კითხვა არსებობს და მოვუწოდებ, მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გავხსნათ ამ საკითხებზე საჯარო დისკუსია“, - მიაჩნია ჩიხლაძეს.

მისი თქმით, ამ ქმედებებით მთავრობა ყოველდღიურად კარგავს საზოგადოების ნდობას და პროცესი საჯაროობას ითხოვს.

„სტრატეგია აღმაშენებელმა და გიორგი ვაშაძემ ჯერ კიდევ აპრილ-მაისის პერიოდში წარმოვადგინეთ ანტიკრიზისული ოთხი სხვადასხვა გეგმა, რომელიც მთავრობამ არცერთი არ გაითვალისწინა. ახლა კი, შედეგად მივიღეთ უკონტროლო ეპიდემია და მეორე მხრივ, სრულად ჩამოშლილი ეკონომიკა. საბოლოოდ, მთავრობამ ვერც ეპიდემია მართა და ეკონომიკაც მოკლა. მადლობა კიდევ ერთხელ ინფექციონისტებს და ეპიდემიოლოგებს, რომლებიც ამ პირობებშიც თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა