თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - მოვითხოვთ, გამოძიებამ ელისო კილაძე დაკითხოს

აღარ ვაპირებთ კაბინეტებში პროკურორებთან ან გამომძიებლებთან ერთად ჯდომას და ვიღაც-ვიღაცების დაკითხვის ოქმების გაცნობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლოკაცია შევცვალოთ და გადავიდეთ იმ ადგილმდებარეობაზე, სადაც მიგვითითა ადგილობრივმა მოსახლეობამ , - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მედიისათვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გუშინ ოჯახის წევრებთან, უფლებადამცველ ეკა ქობესაშვილთან და ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებისაგან გარკვეული მინიშნებები მიიღო.

,,გუშინ ვიმყოფებოდით თეთრიწყაროს, სოფელ საღრაშენში, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოგვაწოდა ელისო კილაძემ. დავათვალიერეთ გარკვეული ადგილები, მანამდე გვქონდა დათვალიერებული დრონის მიერ გადაღებული საკალმახეები და გვინდა გავაკეთოთ განცხადება. პირველ რიგში მოვითხოვთ, რომ გამოძიებამ პირადად დაკითხოს ელისო კილაძე და გამოართვას რა ინფორმაციაც მიიღო ტელეფონით, რა გვარებიც იყო მითითებული ის ადამიანები დაიკითხონ.

ამავდროულად, როდესაც ვიმყოფებოდით იმ ადგილმდებარეობაზე რომელიც დავათვალიერეთ, შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, გარკვეულ პირებს, როდესაც ვეკითხებოდით იყო თუ არა საშუალება, რომ შემთხვევის ადგილას მივსულიყავით ისეთი გზებით, სადაც არ შეიძლება ყოფილიყო კამერა, ყველა გვეუბნებოდა, რომ შესაძლებელია და რაღაც მინიშნებებიც კი გავიგე, რამდენიმე ზრდასრული პიროვნებებისგან, რომ თქვენ დგახართ სწორ გზაზე. ისინი პირდაპირ მიგვითითებდნენ, სად რა გზა მიდიოდა და გვირჩიეს, რომ სწორ გზაზე დგახართ, იარეთ ამ გზით, სწორ გზაზე მოხვედით“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს