თეონა აქუბადია NDI-ს კვლევაზე - ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, რომელიც გამოკითხვის დროს არ ასახელებს კონკრეტულ მხარდამჭერ პარტიას, ოპოზიციურადაა განწყობილი

სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამომრჩევლის ის დიდი ნაწილი, რომელიც გამოკითხვის დროს არ ასახელებს კონკრეტულ მხარდამჭერ პარტიას, ოპოზიციურადაა განწყობილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცნობეს.

აქუბარდიას მიაჩნია, რომ წლევანდელი არჩევნები პარტიების მრავლფეროვნებით გამოირჩევა.

„NDI- ის კვლევებიდან კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც უარს ამბობს დაახელოს, თუ რომელ პარტიას უჭერს არჩვენებში მხარს, რა თქმა უნდა, არ არის ხელისუფლების მხარდამჭერი. ბევრი მათგანი ღიად არ საუბრობს საკუთარ არჩევანზე, რაც კვლევებში ეს ნათლად გამოიხატა და 59 პროცენტი შეადგინა. წლევანდელი არჩევნები იქნება განსაკუთრებული იმ თვალსაზრისით, რომ მრავალპარტიული არჩევნები გველის და ამას ხელს უწყობს საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად დაწესებული ბარიერი. თუმცა ამავე დროს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის კონკრეტული პროგრამები იმ კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც ქვეყანას გააჩნია, როგორცაა სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა, სამედიცინო კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემატური საკითხები და ა.შ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ის პარტია, რომელსაც გააჩნია კონკრეტული სტარტეგია და ხედვა. ყველაზე ადრე სწორედ, ჩვენმა პარტიამ შეიმუშავა და ჩვენ მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ვაცნობთ ჩვენს მნიშვნელოვან ხედვებს ქვეყენაში შექმნილი პრობლემების დაძლევის კუთხით“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევით, მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88%), თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას (59 %).

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?