ომბუდსმენი, კორონავირუსთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფებზე

საქართველოს სახალხო დამცველი ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში შემთხვევათა მზარდ ტენდენციას ეხმაურება და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი პირების ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე, გააძლიერონ რისკების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები და თვალი მიადევნონ შესაბამისი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას.

„მსოფლიო ტენდენცია აჩვენებს, რომ ახალი კორონავირუსისადმი მაღალი მოწყვლადობა ხანდაზმულ, ქრონიკული დაავადებების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გააჩნიათ. საყურადღებოა სახელმწიფო ზრუნვის, თავისუფლების შეზღუდვის და აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ პირთა მდგომარეობა, რადგან გარემო პირობების გამო ვირუსის გავრცელების რისკები ამ დაწესებულებებში მაღალია.

საქართველოს სახალხო დამცველი მუდმივ რეჟიმში, ვიზიტებითა და მონიტორინგის გზით აკვირდება სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის ახალი კორონავირუსის პრევენციის და მისგან დამცავი პროცედურების შესრულების მდგომარეობას.

მონიტორინგი აჩვენებს, რომ მეტი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული დაწესებულებებში პირთა მიმოსვლის, დამცავი საშუალებების გამოყენების და არსებული წესების კონტროლის მიმართულებით. ამასთან, მნიშვნელოვანია ინსტიტუციებში მცხოვრებ პირთა უწყვეტი ინფორმირება და კონსულტირება ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაძლო რისკების და პრევენციული ღონისძიებების თაობაზე, მათთვის მისაწვდომი ფორმით.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ბათუმში ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ და სხვა დაწესებულებებში პრევენციის, კონტროლის და მონიტორინგის ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობას.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სერვისის სხვა მიმწოდებლები ყველა ძალისხმევას გაწევენ საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დასაცავად. ამასთან, მოუწოდებს საზოგადოებას, მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობას“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო