გიორგი ვაშაძე - მე არ ვხარჯავ „შავ ფულს“, არც გამაჩნია, ჩემს მიერ დახარჯული თითოეული თეთრი რეკლამაში გამჭვირვალეა და აღირიცხება აუდიტის სამსახურში

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საარჩევნოდ ფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი, ვისაც არ აწყობს ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია მათი დაფინანსების შესახებ, ე.წ. დამსხვრეული ოცნებების პარტიაა და სწორედ, მათ მიუწვდებათ ხელი ე.წ შავ ფულზე, რაზეც ხშირად სხვებთან მიმართებაში საუბრობენ.

“მე არ ვხარჯავ „შავ ფულს“, არც გამაჩნია. ჩემს მიერ დახარჯული თითოეული თეთრი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და აღირიცხება აუდიტის სამსახურში. აი, სხვები როგორ ხარჯავენ ე.წ „შავ ფულს“, ძალიან კარგი იქნება, თუ ამაზე იფიქრებენ და მათ შორის „ქართული ოცნების“ უდიდეს შავ ფულზე იმუშავებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წინასაარჩევნოდ დახარჯულ ფინანსებს ითვლიან“, - აცხადებს ვაშაძე.

ვაშაძის თქმით, მისი თითოეული თეთრი დეკლარირებულია "ფეისბუქში" და რეკლამაში დახარჯული თანხები არის გამჭვირვალე.

„მე ამ გამჭვირვალობის არ მეშინია. შემომწირველები ვინც ჩვენ გვყავს, ყველა ასევე გამჭვირვალეა და მათი ღია ჩამონათვალი არის მთლიანად აუდიტის სამსახურში. ვისაც აინტერესებს, მივიდეს, საკუთარი თვალით ნახოს და ზედმეტ ლაპარაკს შეეშვან. ზოგიერი პოლიტიკოსი გასაკეთებელ საქმეებზეც ლაპარაკობს, მაგრამ მათ არც გეგმა აქვთ და არც სტრატეგია, არ იციან ხალხს რა ენაზე ელაპარაკონ. არ იციან, როგორ დაძლიონ ეკონომიკური კრიზისი. არც სამუშაო ადგილების შექმნა იციან და არც ინდუსტრიის განვითარება. ხმამაღლა საუბრობენ IT ქალაქების განვითარებაზე და ა.შ რეალურად კი, რაზეც მე ვსაუბრობ, ვერ იგებენ, არ იციან რა არის და როგორ ვითარდება თანამედროვე ეკონომიკა” , - აცხადებს ვაშაძე.

ვაშაძე საბანკო სექტორში არსებულ მონოპოლიაზეც მიანიშნებს.

„როცა კონკრეტულ სტრატეგიაზე ვსაუბრობ, თუ როგორ შეიძლება დავამარცხოთ ეს მონოპოლია და როგორ გავუიაფოთ სესხები ადამიანებს, არ მისმენენ. სამაგიეროდ კი, ზურგს უკან საუბრობენ, ჭორიკნობენ და მხოლოდ ტალახის სროლა შეუძლიათ, რადგან ეს მათი ხელობაა! რა გაუკეთებიათ საერთოდ ცხოვრებაში ყვირილის და ყეყეჩობის გარდა? მართლაც პოლიტიკურ კინტოებად ჩამოყალიბდნენ. შეხედეთ ყველას, ვის რა გაუკეთებია. პრინციპებზე რომ საუბრობენ და ამ დროს, ერთ დღეს ერთს აქებენ, მეორე დღეს აგინებენ. უხერხულია! მე ვისაც ვაკრიტიკებ, ვაკრიტიკებ და ვეუბნები რა უნდა გააკეთოს. ვისაც მხარს ვუჭერ, ვამბობ რომ მხარს ვუჭერ. არასდროს არ შევდივარ ამგვარ კინკლაობაში და სწორედ ეს არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება. ამ ქვეყანაში დგას იუსტიციის სახლები, ეს არის ნომერ პირველი რეფორმა დღესაც მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ხალხს ემსახურება. ვინ საუბრობს ხალხის პრობლემებზე? ვინ იცის სესხები როგორ უნდა გაიაფდეს? რაიმე გეგმა გამოუქვეყნებიათ? მე გეტყვით: ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია კრიზისის დაძლევის არც ერთი გეგმა და სტრატეგია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის აღნიშნულ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა