ჯანმო-ს ხელმძღვანელი - სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში და დროებით უნდა მოხდეს

სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში და დროებით უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლები ლოკალურ დონეზე, მხოლოდ იმ ტერიტორიაზე უნდა დაიხუროს, სადაც კორონავირუსის გავრცელება ინტენსიურად ხდება. იმ სკოლებში კი, რომლებიც იხსნება, უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტი უნდა იყოს.

„მილიონობით ბავშვი სკოლის გარეშეა დარჩენილი. ყველას გვსურს მათი სკოლაში დაბრუნება და ასევე გვსურს, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ სკოლები უსაფრთხოა," - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ცნობისათვის, UNICEF-ის მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 51 ქვეყანაში 872 მილიონამდე ბავშვი კორონავირუსის პანდემიის გამო დახურულ სკოლებში ჯერ არ დაბრუნებულა, აქედან 463 მილიონ ბავშვს ხელი არც დისტანციური სწავლის რომელიმე ფორმაზე მიუწვდება.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში