მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სხდომის თბილისში გამართვა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს სხდომის თბილისში გამართვა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნისთვის, რომელიც ტრადიციის მიხედვით ტურისტულად ძალიან აქტიურია. დღევანდელ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ დღეს, საერთაშორისო არეალზე კიდევ ერთი უდიდესი აღიარება მოიპოვა, როგორც ქვეყანამ, რომელიც პანდემიის დროს მასპინძლობს მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის ღონისძიებას. ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება ჩვენი ქვეყნისთვის. სწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა, წარმატებულმა ბრძოლამ, რომელიც საქართველოს მთავრობამ პანდემიის მსვლელობისას გასწია, განაპირობა ის, რომ საქართველო შეირჩა აღნიშნული ღონისძიებისთვის, როგორც მასპინძელი ქვეყანა. ღონისძიების მსვლელობისას დელეგატებისგან, ისევე, როგორც გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მდივნისგან არაერთი პოზიტიური შეფასება მოვისმინეთ საქართველოსადმი, როგორც პრეცედენტული მოვლენა, რომ ჩვენ ვმასპინძლობთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას.

საქართველოში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელო საბჭოს ფარგლებში 24 ქვეყნიდან ჩამოსულია 170-მდე დელეგატი, რომლითაც ჩვენ საშუალება მოგვეცა მათთვის გაგვეცნო საქართველოს ტურისტული პოტენციალი. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება შემთხვევითი არ არის. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას დაეხმარება მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით და გაამყარებს ძლიერ მესიჯს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ინდექსს, ასევე იმას, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასეთ ღონისძიებას ყველა პროტოკოლის დაცვით უმასპინძლა“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა