ლევან დავითაშვილი - ამ რთულ პერიოდში ჩაუბარებელი არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რთული პერიოდის მიუხედავად, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რთველი წარმატებით დასრულდება.

„ამ რთულ პერიოდში ჩაუბარებელი არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება. პირიქით, ინტენსიურად მიდიოდა კრეფა. დღეში ათი ათას ტონაზე მეტი ყურძნის ჩაბარება და გადამუშავება ხდება, ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვები ამ პირობებში. ასე, რომ რა თქმა უნდა, არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. საბოლოოდ, რთველს წარმატებით დავამთავრებთ და ვნახავთ, რომ ესეც ისეთივე ორგანიზებული და მაღალ დონეზე ჩატარებული რთველი იქნება, როგორც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში“,-განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, კახეთში გამართული აქცია პოლიტიკური სპეკულაცია იყო.

„დღესაც ჩატარდა კახეთში აქცია და მინდა ამასაც გამოვეხმაურო. ეს იყო პოლიტიკური სპეკულაცია, როდესაც ერთი პარტიის ხუთი აქტივისტი გამოვა და რაღაცას იტყვის, ეს არ არის მოსახლეობის საყოველთაო აზრი. მე გთხოვდით ჟურნალისტებს, რომ არ ენდოთ არც ჩემს, არც ოპონენტების სიტყვას, მოსახლეობას შეხვდით და გულწრფელად ჰკითხეთ, რა ჯდება მოსავლის მიღება. ჩვენი და ჩემი სურვილია, რაც მეტად გაიყიდება ნებისმიერი პროდუქტი, ეს არ ეხება მხოლოდ ყურძენს, ეს ჩემი ინტერესია, რომ მეტი შემოსავალი ჰქონდეს ფერმერს იმიტომ, რომ თუ ფერმერი მეტად კმაყოფილი იქნება, ე.ი. ჩვენ უფრო კარგად ვმუშაობთ. ჩვენი სამუშაო ფაქტობრივად ამით იზომება“,-განაცხადა დავითაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლევან დავითაშვილი - ამ რთულ პერიოდში ჩაუბარებელი არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რთული პერიოდის მიუხედავად, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რთველი წარმატებით დასრულდება.

„ამ რთულ პერიოდში ჩაუბარებელი არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება. პირიქით, ინტენსიურად მიდიოდა კრეფა. დღეში ათი ათას ტონაზე მეტი ყურძნის ჩაბარება და გადამუშავება ხდება, ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვები ამ პირობებში. ასე, რომ რა თქმა უნდა, არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. საბოლოოდ, რთველს წარმატებით დავამთავრებთ და ვნახავთ, რომ ესეც ისეთივე ორგანიზებული და მაღალ დონეზე ჩატარებული რთველი იქნება, როგორც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში“,-განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, კახეთში გამართული აქცია პოლიტიკური სპეკულაცია იყო.

„დღესაც ჩატარდა კახეთში აქცია და მინდა ამასაც გამოვეხმაურო. ეს იყო პოლიტიკური სპეკულაცია, როდესაც ერთი პარტიის ხუთი აქტივისტი გამოვა და რაღაცას იტყვის, ეს არ არის მოსახლეობის საყოველთაო აზრი. მე გთხოვდით ჟურნალისტებს, რომ არ ენდოთ არც ჩემს, არც ოპონენტების სიტყვას, მოსახლეობას შეხვდით და გულწრფელად ჰკითხეთ, რა ჯდება მოსავლის მიღება. ჩვენი და ჩემი სურვილია, რაც მეტად გაიყიდება ნებისმიერი პროდუქტი, ეს არ ეხება მხოლოდ ყურძენს, ეს ჩემი ინტერესია, რომ მეტი შემოსავალი ჰქონდეს ფერმერს იმიტომ, რომ თუ ფერმერი მეტად კმაყოფილი იქნება, ე.ი. ჩვენ უფრო კარგად ვმუშაობთ. ჩვენი სამუშაო ფაქტობრივად ამით იზომება“,-განაცხადა დავითაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია