მორაგბე სანდრო საკანდელიძე სროლის ფაქტზე - არ ვიცი რა მოხდა დღეს, რამაზ ხარაზიშვილი და მერაბ ბესელია ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ

3 კვირაა რაც პროკურატურაა შემოსული რაგბის კავშირში და ფინანურ საკითხებს იკვლევენ", - ამის შესახებ ვეტერანმა მორაგბემ სანდრო საკანდელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სანდრო საკანდელიძემ მედიასთან განაცხადა, რაგბის კავშირში ფინანსები არამიზნობრივად იხარჯება. " ფინანსურ კრიზისშია რაგბის კავშირი შეყვანილი. ისეთი მიმართულებაზეა თანხები განაწილებული, რაზეც არ ღირდა".

"ის მმართველობა, რაც ბოლო 8 წელია აქ არის, ჩვენთვის მიუღებელია. ამაზე შიგნიდან ვიბრძოდით, 5 წელი გარეთ არ გამოგვქონდა პრობლემები. ამან არ იმუშავა, როგორც ჩანს, შემდეგ მოგვიწია გარეთ გამოტანა.

3 კვირაა რაც პროკურატურაა შემოსული და იკვლევენ ფინანურ საკითხებს. პროკურატურა ყველაფერს უფრო კომპეტენტურად იტყვის", - განაცხადა საკანდელიძემ.

მისივე თქმით, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი არ იყო ინიციატორი, რომ პროკურატურა შემოსულიყო რაგბის კავშირში.

რაც შეეხება რაგბის კავშირში მომხდარ სროლის ფაქტს, საკანდელიძის თქმით, მისი ინფორმაციით, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი და მერაბ ბესელია რაგბის კავშირის შენობაში ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ.

"არ ვიცი რა მოხდა დღეს. კოვიდთან დაკავშირებით იყო შეხვედრა, ხარაზიშვილი აქ ყოველთვის დადის, რადგან საბჭოს წევრია. როგორც ვიცი, შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს", -განაცხადა საკანდელიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირში სროლა იყო. დაჭრილია ერთი ადამიანი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ განახორციელა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს