კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში, საქართველოში 18, 19 და 20 სექტემბერს დასუფთავების აქციები გაიმართება

„მწვანეთა მოძრაობა “დედამიწის მეგობრები-საქართველოსა“ (პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლო 10 წელია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია აღინიშნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში დასუფთავების აქციები 18, 19 და 20 სექტემბერს გაიმართება.

„მიმდინარე წელსაც „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია ტრადიციულად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. კამპანია საქართველოში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ მიერ (პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად), პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

თუმცა, გამომდინარე მსოფლიო პანდემიიდან და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან, მიმდინარე წელს დასუფთავების აქციები ჩატარდება მცირე რიცხოვან ჯგუფებში (10-მდე მოხალისის მონაწილეობით) და სხვადასხვა ადგილას.

ვითვალისწინებთ, რა მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებსა და სახელმწიფო რეგულაციებს, მოგმართავთ თხოვნით, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საარსებო გარემო, გამოიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა და დასუფთავების აქციები, თვითორგანიზების შემთხვევაში ჩაატაროთ მცირე რაოდენობრივ (10-მდე) ჯგუფებში, შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით!

დავასუფთაოთ საკუთარი სახლის, ეზოს, ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები და საკუთარი წვლილი შევიტანოთ მსოფლიო კამპანიაში.

2020 წლის მსოფლიო დასუფთავების კამპანიის გზავნილია: „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის”.

"დავიცვათ დისტანცია-დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო"!!!

დავიცვათ საქართველოს სისუფთავე!“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საერთაშორისო კამპანია - „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაარსდა. იგი ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება და ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩასატარებლად მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს აერთიანებს. დღეს, მასში 130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველო.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა