რომან გოცირიძე - ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ „ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოსცილდება

ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ „ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოსცილდება, - ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

რომან გოცირიძის თქმით, მმართველი პარტიის დღევანდელი რეიტინგი ნიშნავს იმას, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ჯამური მანდატები პარლამენტში იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე „ქართული ოცნებისა" და მისი „ერთი კინკილა მხარდამჭერების".

„თუ ჩვენ გავითვალისწინებთ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რაოდენობას და წარმოვიდგენთ, რომ ყველას ერთბაშად გონება დაუბნელდა და ყველამ ხმა „ქართულ ოცნებას" მისცა, ესეც კი არ იქნება საკმარისი, იმისთვის, რომ „ქართული ოცნება" უმრავლესობაში მოვიდეს. ხოლო, როგორც წესი, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ან ის ამომრჩეველი, რომელიც არ ამბობს, რომელ პარტიას უჭერს მხარს, ძირითადი ნაწილი ოპოზიციის მხარდამჭერია. ასე რომ „ქართული ოცნება" უნდა შეუდგეს ხელისუფლების გადაბარების პროცესს, შეეგუოს მარცხს, რადგან ყველა კვლევა, რაც კი ბოლო დღეების განმავლობაში გამოქვეყნდა, აჩვენებს ერთ სურათს - "ქართულ ოცნებას" არ აქვს საკმარისი ხმები, მანდატები მის სატელიტთან ერთად იმისთვის, რომ პარლამენტში უმრავლესობა შექმნას და მთავრობა დააკომპლექტოს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო