ოთარ კახიძე - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გახსნას საჰაერო სივრცე რეგულარული ფრენებისთვის

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გახსნას საჰაერო სივრცე რეგულარული ფრენებისთვის. ის ასევე მოითხოვს, ყველა იმ პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვისი გადაწყვეტილებითაც ივლისი-აგვისტო-სექტემბრის ტურისტული სეზონი ჩავარდა და სექტორში დასაქმებული მოქალაქეები დაზარალდნენ.

„ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უკვე ამ თვეში აღდგება ფრენები Wizz Air-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. მანვე, მიმდინარე წლის მაისში განაცხადა, რომ ფრენები ეტაპობრივად აღდგებოდა 1 ივლისიდან. ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ტურიზმის სექტორმა გადაწყვიტა ამუშავება, მაგრამ მინისტრის სიტყვა აღმოჩნდა მტკნარი სიცრუე და კიდევ უფრო მეტი ზიანი მოუტანა ეკონომიკას.

„ოცნების“ ხელისუფლებამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ფრენები არ განაახლა მაშინ, როდესაც საქართველოში ფიქსირდებოდა ვირუსის საშუალოდ 20 შემთხვევა და ახლა, როცა დღეში გვაქვს 150 შემთხვევა, საუბრობენ საჰაერო სივრცის გახსნაზე.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანას მართავს არაკომპეტენტური ხელისუფლება, რომელიც თავისი არათანმიმდევრული და მავნებლური გადაწყვეტილებებით აზიანებს ეკონომიკას, ხალხს აკარგინებს სამუშაო ადგილებს, აუფასურებს ეროვნულ ვალუტას, ხელს უწყობს ფასების ზრდას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გახსნას საჰაერო სივრცე რეგულარული ფრენებისთვის. ასევე, დადგეს ყველა იმ პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი გადაწყვეტილებითაც ჩავარდა ივლისი-აგვისტო-სექტემბრის ტურისტული სეზონი და ზიანი მიადგა სექტორში დასაქმებულ ჩვენ მოქალაქეებს.

რაც შეეხება თურნავას მიერ ნოემბრის თვის დაგეგმვას, ამ საკითხზე იმუშავებს უკვე ახალი, ევროპული კოალიცია, რომელიც ქვეყანას მოუტანას გარდამტეხ ცვლილებებს და წაიყვანს წინ“,-აცხადებს კახიძე.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა Wizzair-ის რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. მისივე თქმით, ფრენების აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს Ryanair-თანაც და საკითხი მიმდინარე წელს გადაწყდება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო