თეონა აქუბარდია - დაუბრუნდით რეალობას და ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიმინოგენურ მდგომარეობას მიხედეთ

"სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს.

აქუბარდია მთავრობას ურჩევს, რეალობას დაუბრუნდნენ და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

„ეს განცხადება მიუთითებს, რომ აბსოლუტურად მოწყვეტილია მოქმედი მთავრობა რეალობას და ტყუილებით ცდილობენ, კიდევ ფონს გასვლას. დაუბრუნდით რეალობას და ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიმინოგენულ მდგომარეობას მიხედეთ. 2019 წლის სტატისტიკით, 2-ჯერ გაიზარდა კრიმინალი და 2-ჯერ შემცირდა გახსნილი დანაშაულების რაოდენობა. გამოუძიებელია უამრავი მკვლელობისა და მძიმე დანაშაულის ფაქტები. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა ებრძოდეს კრიმინალს, ის არ იმჩნევს ამ სავალალო მდგომარეობას, რადგან არ შეუძლია მასთან გამკლავება. სწორედ ეს არის ის რეალობა, რასაც გაურბის კობახიძე“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა, რაც შეეხება ეკონომიკური პრობლემების არსებობას, მისი თქმით, არსებული პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული იქნება მათი საარჩევნო პროგრამა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს