ალეკო ელისაშვილი - პრემიერობაზე მხარს არ დავუჭერთ გიორგი ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს, მიხეილ სააკაშვილს - „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ დავუჭერთ მხარს

პარტია „მოქალაქეების" პრემიერობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ლევან იოსელიანი ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერი იქნება.

„თუ ჩვენი ხმები იქნება გადამწყვეტი და გააჩნია როგორი მოცემულობა იქნება პარლამენტში, ლევან იოსელიანი იქნება პრემიერობის კანდიდატი. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერი იქნება. ასეთი წესიერი, გაწონასწორებული, დინჯი, კვალიფიციური და კარგი მენეჯერი არ არის საქართველოში, ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერობის კანდიდატად არც გიორგი ვაშაძეს, არც დავით ბაქრაძეს და არც მიხეილ სააკაშვილს არ დაუჭერენ მხარს.

„მე შემიძლია გითხრათ, ვის არ დავუჭერთ მხარს პრემიერობაზე. მხარს არ დავუჭერთ გიორგი ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს, მიხეილ სააკაშვილს, „ქართული ოცნებას“ საერთოდ არ დავუჭერთ მხარს და დანარჩენ კანდიდატებზე ვნახოთ, არ ვიცი როგორი წარმომადგენლობა იქნება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, თუ უკეთესი ქვეყანა გვინდა უნდა ვიბრძოლოთ და ცვლილებები აუცილებელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა