ისანში საპროტესტო აქციაზე გიორგი ვაშაძე მივიდა

ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა ბინების დაკანონების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მივიდა.

გიორგი ვაშაძე ითხოვს სამართალდამცველებისგან პასუხს, თუ სად იმყოფება ქალი, რომელიც პოლიციამ დააკავა.

როგორც სამართალდამცველებმა მას განუმარტეს, დაკავებული გადაყვანილია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში რამიშვილის ქუჩაზე.

„არ გრცხვენიათ საერთოდ? სამი შვილის დედა დააკავეთ? პოლიციას გეკითხებით“,- განაცხადა ვაშაძემ.

"ეს არის აბსოლუტური უსამართლობა, ასე ებრძვიან ადამიანებს. მარტივი მოთხოვნაა, დაუკანონეთ ეს ფართები",- განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება მიიღებს ტოტალურ პროტესტს.

პოლიცია გიორგი ვაშაძისგან ითხოვს, ავტომობილი საავტომობილო გზიდან გაიყვანოს, რის პასუხადაც ვაშაძე აცხადებს, რომ ვიდრე დაკავებულ ქალს არ გაათავისუფლებენ, ავტომობილს გზიდან არ გაიყვანს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ