ირაკლი ღარიბაშვილი - "ღირსეული პარტნიორი 2020-ის" სწავლებით ყველას კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან კიდევ უფრო ღრმავდება

"ღირსეული პარტნიორი 2020-ის" სწავლებით, ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი, მათ შორის უხილავი გამოწვევის მუხედავად, თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან კიდევ უფრო ღრმავდება , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ღირსეული პარტნიორი 2020-ის" დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ-ამერიკული სწავლება, "ღირსეული პარტნიორი" საქართველოში უკვე მეხუთედ ჩატარდა.

"გილოცავთ მრავალეროვნული სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2020-ის" წარმატებით დასრულებას. 2800-მდე ქართველმა, ამერიკელმა, ბრიტანელმა, პოლონელმა და ფრანგმა ჯარისკაცმა, სწავლების ფარგლებში, გააუმჯობესა საბრძოლო შესაძლებლობები და მრავალეროვნულ გარემოში კოორდინირებული მოქმედების უნარები. ქართველი ჯარისკაცების ღირსეული მონაწილეობა და სწავლების ფარგლებში ცალკეული ამოცანების წარმატებით შესრულება, ადასტურებს მათ მაღალ პროფესიონალიზს და ნატოსთან თავსებადობას. აღნიშნული სწავლებით ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი, მათ შორის უხილავი გამოწვევის მუხედავად, თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან კიდევ უფრო ღრმავდება, რომ ჩვენი სამხედროები მუდამ მზად არინ ჩვენს პარტნიორებთან ერთად განაგრძონ მზადყოფნის ამაღლება ჩვენი საერთო მიზნისა და საერთო ღირებულებების დასაცავად. საერთო ღირებულებები არის სწორედ ის ქვაკუთხედი, რასაც ეფუძნება ჩვენი მტკიცე პარტნიორობა, ამ პარტნიორობას კი სწავლების განმავლობაში, მონაწილე ქვეყნების სამხედროებს შროის ჩამოყალიბეული ნდობა კიდევ უფრო მყარს ხდის. მრავალეროვანი წვრთნების მასპინძლობით მაღლდება პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის დონე, რითაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფთ რეგიონულ და გლობალური უსაფრთხოების დაცვას. წელს ჩატარებული "ღირსეული პარტნიორი" და მომავალ წელს დაგეგმილი "მტკიცე სული" არის საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მკაფიო მაგალითი. ხოლო 2022 წელს საქართველო უკვე მესამედ უმასპინძლებს ნატო- საქართველოს სწავლებას, რაც ნატოსთან ჩვენს სამაგალითო თანამშრომლობას ადასტურებს. მინდა მადლობა გადავუხადო სწავლებაში მონაწილე თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, აშშ-ის არმიის ევროპულ სარდლობას. ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა მის დაგეგმვასა და განხორციელებაში. გილოცავთ და ძალა პარტნიორობაშია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა