ეკა ბესელია - სად არის ეფექტი, რომელიც უნდა მოეტანა ანტკრიზისულ გეგმას - ნათია თურნავას მოუწევს პასუხის გაცემა, რა პასუხები აქვს მთავრობას

დღეს პარლამენტში მოსულმა ეკონომიკის მინისტრმა უნდა გააკეთოს ძალიან კონკრეტული განმარტებები, რა ქნან იმ ადამიანებმა, ვინც დამოკიდებულია ინფლაციაზე, აქვთ უცხოურ ვალუტაში სესხები და არიან უმძიმეს მდგომარეობაში,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის მინისტრმა, მათ შორის, უნდა უპასუხოს კითხვას, სად არის ის ეფექტი, რომელიც ანტიკრიზისულ გეგმას უნდა მოეტანა.

„ახლა არის შემოდგომის პირი და ყველაზე რთული იქნება ალბათ ოქტომბრის თვე და შემდგომი პერიოდი. თუმცა, ახლა უკვე ეროვნული ვალუტის ასეთი გაუფასურება და ასეთი მძიმე მდგომარეობა, რომელშიც არიან ადამიანები, ითხოვს ძალიან სწრაფ პასუხებს, სად არის ის ეფექტი, რომელიც უნდა მოეტანა ანტკრიზისულ გეგმას, რომელსაც უნდა დაეძლია კოვიდის ფონზე მოქალაქეებისთვის მიყენებული უდიდესი ზიანი. ეს არის ნომერ პირველი თემა, რადგან ადამიანები პირდაპირი მნიშვნელობით არიან შიმშილის ზღვარზე და ძალიან დიდი პრობლემა აქვთ ყოველდღიურად ოჯახის რჩენის. ვფიქრობ, ეკონომიკის მინისტრის მთავარი გამოწვევა, როცა ტრიბუნაზე დადგება და მოუწევს პასუხების გაცემა, არის ის, რომ უთხრას ამ კითხვებზე, რა პასუხები აქვს მთავრობას,“- განაცხადა ბესელიამ.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ნათია თურნავას მოუსმენენ. ეკონომიკის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა, შესაბამისად, პარტიის წევრები სხდომას დაესწრებიან.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ