თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას უნდობლობას უცხადებს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას უნდობლობას უცხადებს.

როგორც თბილისის პროკურატურასთან ქობესაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, ექსპერტიზის არცერთი დასკვნა არ მიუთითებს გადაჭრით, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

„ეს დასკვნები არ გვაძლევს დასაბუთებულ სურათს და გადამწურავად არ შეიძლება ითქვას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე შემთხვევა თვითმკვლელობასთან გვაქვს... ასე გადაჭრით ექსპერტიზის არანაირი დასკვნა არ მიუთითებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა“, - განაცხადა ქობესაშვილმა.

მისივე განმარტებით, ვიდეო, რომელშიც თამარ ბაჩალიშვილი თვითმკვლელობაზე საუბრობს, თებერვალშია გადაღებული და სხვა ვიდეო არ არსებობს, სადაც ის თვითმკვლელობაზე საუბრობს.

„ეს ვიდეოც ისეთ სიტუაციაშია შექმნილი, რომ ადამიანს თვითმკვლელობა არ აქვს გადაწყვეტილი, უბრალოდ ეს არის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები, ვიდეოდღიურები და თამარ ბაჩალიაშვილი შესაძლო სიტუაციებზე საუბრობს... უნდობლობას ვუცხადებთ ლევან სამხარაულის სახელობის ექპსერტიზის დასკვნას, კონკრეტულ ექსპერტებს არა, მაგრამ მათ მეთოდოლოგიას და მათ შესაძლებლობებს კი. დიდი ხანია, საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ვითხოვთ“, - აცხადებს ქობესაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა