გიორგი ვაშაძე - ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რამდენიმე დღე გაქვთ, მოაგვარეთ ფართების დაკანონების საკითხი, თორემ მიიღებთ დიდ პროტესტს და მე ამ ხალხს გვერდში დავუდგები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ხელისუფლებას მოუწოდა რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ისნის სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი.

ვაშაძის თქმით, ისანში მცხოვრებ დევნილებს უმძიმეს ვითარებაში უწევთ ცხოვრება და საჭიროა მათთვის საცხოვრებელი ფართების იურიდიულად გაფორმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციებს მიმართავენ.

„უმძიმესი ვითარებაა ისანში, სადაც წლებია დევნილებს არ უკანონებენ ფართებს. მე მინდა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ეს ადამიანები ათწლეულებია უკვე უმძიმეს ვითარებაში ცხოვრობენ. რა გახდა მარტივი ბიუროკრატიული პროცედურა, რომ მათზე ორიენტირებულად შეასრულოს მთავრობამ. პირდაპირ ვამბობ, როგორც გუშინ გავანთავისუფლებინეთ პოლიციას დაკავებული 3 შვილის დედა, აი ასე მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. ვაფრთხილებ ხელისუფლებას, თქვენ გაქვთ რამდენიმე დღე, მოაგვარეთ ეს დაკანონების საკითხი, თორემ ძალიან დიდ პროტესტს მიიღებთ და მე ამ ხალხს აუცილებლად დავუდგები გვერდში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო