სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბინძური სტრატეგიაა, გამოიყენოს თავისი სატელიტები მივარდნებისთვის, ძალადობისთვის და დაშინებისთვის

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „ქართული მარშის“ მხრიდან „ლელოს“ ოფისის ბლოკირებას ეხმაურება.

მისი თქმით, „ქართული მარში“ არის „ქართული ოცნების“ ფრთა, შესაბამისად, ეს არის ხელისუფლების წინასაარჩევნო მცდელობა, დააშინოს თავისი ოპონენტები სატელიტების დახმარებით.

„ქართული მარში“ არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ფრთა, ისევე როგორც „პატრიოტთა ალიანსი“. რომ შევხედოთ, თუ ვინ იღებს „ქართულ მარშში“ მონაწილეობას, ისინი არინ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები და დღემდე აქვთ შეხმატკბილებული ურთიერთობები.

კარგად გვახსოვს, თუ როგორ ილაშქრებდა „ქართული მარში“ 20 ივნისის მიტინგის შემდეგ ახალგაზრდების, სხვათაშორის „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ. ახლა, როგორც ჩანს, „ლელო“ ამოიღეს სამიზნეში. ეს არის ჩვეულებრივი, წინასაარჩევნო ბინძური სტრატეგია „ქართული ოცნების“, რომ გამოიყენოს თავისი სატელიტები ასეთი ტიპის მივარდნებისთვის, ძალადობისთვის, დაშინებისთვის და ა.შ.

მთელი იდეა იმ ცვლილებების, რომლებიც არჩევნების შემდეგ მოხდება, როდესაც ხელისუფლება დამარცხდება, იქნება ის, რომ ასეთი პრორუსული ჯგუფები აღარასოდეს იქნება გამოყენებული, არ მოხდება არც მათზე ხელის დაფარება და არც მათ დანაშაულებებზე თვალის დახუჭვა“, -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, „ლელო საქართველოსთვის“ ცნობით, „ქართულმა მარშმა" მათი პარტიის ვაკის ოფისის ბლოკირება სცადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა