პროკურორის განცხადებით, დავით ფურცხვანიძე ვერ ასახელებს წყაროს, ვინც ის სატელიტური ფოტოები მიაწოდა, რომელიც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს  გადასცა

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძე ვერ ასახელებს წყაროს, ვინც ის სატელიტური ფოტოები მიაწოდა, რომელიც შემდეგ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს მიხეილ რამიშვილს გადასცა.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფურცხვანიძე საუბრობს გარკვეულ პირებსა და კომპანიებზე, თუმცა მისი პასუხები არის ზოგადი და არ აკონკრეტებს არც ქვეყანას და არც ადამიანს, ვისგანაც ინფორმაცია მიიღო.

„ჩვენ მიერ არაერთი დამაზუსტებელი კითხვის მიუხედავად, ჩვენ ვერ მივიღეთ კონკრეტული რეალური წყარო, საიტი ან სატელიტის მონაცემი, რაზე დაყრდნობითაც გამოძიებამ, შესაძლოა, იფიქროს, რომ ეს ინფორმაცია, როგორც მტკიცებულება წარმოადგენს რაიმე არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას.

წყაროს ვერ ასახელებს. საუბარია გაურკვეველ პირებზე. თუმცა მათი საქმიანობა, კავშირები, რას წარმოადგენენ ეს პირები, რამდენად არიან შემხებლობაში საქმესთან ან რა დაინტერესება აქვთ ჩაერთონ ამ საქმეში, ფურცხვანიძემ ჩვენ ვერ დაგვისახელა.

მისი პასუხები არის ზოგადი, არ კონკრეტდება არც ქვეყანა, არც ის პიროვნება, ვისგანაც შესაძლებელია ეს ინფორმაცია მიეღო. საუბარი იყო რამდენიმე კომპანიაზე, თუმცა, როდესაც ჩვენ ჩავეძიეთ და კონკრეტულად მოვითხოვეთ, რომელი კომპანიისგან მიიღო ინფორმაცია, დავით ფურცხვანიძე იწყებს გაურკვეველი კომპანიების დასახელებას, რომელიც შესაძლებელია, ასევე იყოს კავშირში ამ კომპანიასთან. ამიტომ ვერ ასახელებს, რომელი შეიძლება იყოს ინფორმაციის გამცემი. ჩვენ ვღებულობთ პასუხებს, რაზე დაყრდნობაც გამოძიებას არ შეუძლია“,- განაცხადა გუმბერიძემ.

როგორც ის აღნიშნავს, ფურცხვანიძე ადასტურებს, რომ მიხეილ რამიშვილთან არაერთი შეხვედრა ჰქონდა და „მასთან კომუნიკაციების შედეგად იყო ჩამოყალიბებული აზრი, რომ ასეთი სახის ფოტოსურათები სჭირდებოდათ“.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება