საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
- ბატონო ალექსანდრე, პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას სტუმრობამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკურ გეგმებზე დაგვაფიქრა და ამ თემებზე სასაუბროდ გაწუხებთ.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიების უმრავლესობას მმართველი გუნდის ჩათვლით საარჩევნო პროგრამები სრულად ჯერ არ წარმოუდგენიათ, ამ თემაზე საჯარო სივრცეში მათი წარმომაგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, ბუკლეტების სახით გავრცელებული მასალები მეტ-ნაკლებად იძლევა მათივე ეკონომიკური გეგმების შესახებ ინფორმაციას.
რადგან ამ თვალსაზრისით პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ გაკეთებული განცხადებები და განმარტებები იძლევა იმის საშუალებას რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკურ გეგმებზე საუბარი „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ გეგმებზე საუბრით შეიძლება დავიწყოთ.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ პოლიტიკას და იმ სამომავლო გეგმებს, რომლის განხორციელებას დღევანდელი მმაღთველი გუნდი 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს?
- ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების ეკონომიკური ხედვები რადიკალურად განსხვავებულია, მაინც ამ ხედვებსა და „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ პროგრამას შორის უზარმაზარი სტრუქტურული განსხვავებაა.
საქმე ის გახლავთ, რომ ოპოზიციურ პარტიებს თავის პროგრამებზე არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება და მათ შეუძლიათ, მაგალითად, შემოგვთავაზონ 400-ლარიანი პენსიები, მოგვცენ გადასახადებისაგან განთავისუფლების პირობა და მრავალი სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების ეკონომიკური ხედვები რადიკალურად განსხვავებულია, მაინც ამ ხედვებსა და „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ პროგრამას შორის უზარმაზარი სტრუქტურული განსხვავებაა
„ქართული ოცნების“ პროგრამა კი გაიგივებულია სამთავრობო პროგრამასთან. ნათია თურნავა არ არის პარტიული აქტივისტი, იგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საკმაოდ წარმატებული მინისტრია და თითოეულ თავის სიტყვაზე პასუხისმგებელია საქართველოს საზოგადოების წინაშე.
ამ თვალთახედვით, რასაკვირველია, „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტური. მე მომეწონა ბატონი გიორგი გახარიას სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ მთავრობას პოლემიკისთვის დრო არ აქვს, მან საკეთებელი უნდა აკეთოს.
უნდა ცალსახად აღინიშნოს, რომ ქალბატონი ნათიას „გამინისტრების“ შემდეგ, სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკა ხავერდოვნად, თანდათან, მაგრამ ცალმხრივად აშკარად შეიცვალა - მაკროეკონომიკური მიდგომა მიკროეკონომიკურით შეიცვალა.
თუ დააკვირდით, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ქალბატონი ნათია მაკროეკონოკიკაზე ზოგად საუბარს თავი აარიდა და კონკრეტულ პროგრამებზე საუბრობდა. ეხლა, მე ამ პროგრამებზე არ შევჩერდები, თორემ დილამდე მოგვიწევს საუბარი.
აღვნიშნავ მხოლოდ ერთ გარემოებას - ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა, ეროვნული მნიშვნელობის პროექტების მხარდამხარ, რეგიონული და ადგილობრივი პროექტებიც მოიცვა. იმ მწირი რესურსების ფონზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია, სიკეთე პრაქტიკულად თითქმის ყოველ სოფელსა და დასახლებულ პუნქტს შეეხო - მე ეს ჩემი თვალით საქართველოს რეგიონებში მივლინებების დროს შევამჩნიე.
სულაც არ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი უნაკლოა, არა. არსებულ პროგრამებში უამრავი შესწორების შეტანაა შესაძლებელი. მაგრამ მთავარი სხვაა - მთავრობა თავის საქმეს აკეთებს, კარგი იქნებოდა თუ გაითვალისწინებდა არა მხოლოდ უცხოელი ექსპერტების, არამედ გამოცდილი, შეიძლება ითქვს - მცხოვანი, ქართველი სპეციალისტების აზრსაც.
სულაც არ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი უნაკლოა, არა. არსებულ პროგრამებში უამრავი შესწორების შეტანაა შესაძლებელი. მაგრამ მთავარი სხვაა - მთავრობა თავის საქმეს აკეთებს
- იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, ქალბატონ თურნავას პარლამენტში გაკეთებული განცხადებების პოლიტიკურ ნაწილზე კეთდება მეტად ყურადღების გამახვილება, მაგრამ როგორც დეპუტატმა ლევან კობერიძემ შენიშნა, მინისტრ თურნავას პარლამენტში გამოსვლისას საზოგადოებაში დაგროვილ არც ერთ კრიტიკულ კითხვებზე პასუხი არ გაუცია.
მეტიც, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით - „მთავრობა, რეალობასაა მოწყვეტილი, ხალხი კი უკიდურეს გაჭირვებაშია. „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძის აზრით კი - „საქართველო პანდემიამდეც იყო გადაქცეული რეგიონში მაჩანჩალა ქვეყნად და „ოცნებას“ სამომავლოდ ქვეყნის განვითარების ამბიციური გეგმა არ აქვს“.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად სამართლიანად და დამაჯერებლად გამოიყურება „ოცნების“ ეკონომიკური გეგმებზე ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკა?
- არ მინდა ვიყო უზრდელი და არაკორექტული. მე თქვენს მიერ ნახსენებ გამონათქვამებს წინასაარჩევნო ორომტრიალს მივაწერ. სხვათა შორის, ძალიან ცუდია, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი დიფამაციის შესახებ. ასეთი ტიპის დისკურსი, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში უეჭველად გახდებოდა სასამართლო პროცესის საგანი.
ძალიან ცუდია, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი დიფამაციის შესახებ. ასეთი ტიპის დისკურსი, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში უეჭველად გახდებოდა სასამართლო პროცესის საგანი
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ორი ბწკარისთვის, სადაც ეწერა, რომ მოარული ხმებით უელსის პრინცს, შემდგომში მეფე გეორგ მეექვსეს, ჰიბრალტარში უკანონო შვილი შეეძინა, ჟურნალისტს ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა.
არ მინდა წინა ადმინისტრაციების წინასააჩევნო ლოზუნგები გავიხსენო. მაგალითად, 1 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის პირობა, რომელიც სინამდვილეში დამატებით ორასი ათას უმუშევარსა და სამასი ათას პრობაციონისტში აისახა. ასეთი დაპირებები ამჟამინდელი მთავრობისგან ნამდვილად არ გვესმის და მით უფრო დამაჯერებელია მისი საქმიანობა.
ოპოზიციის ლიდერები გვეუბნებიან, რომ უმოკლეს ვადაში სიტუაციას ძირფესვიანად შეცვლიან. საკითხავია, როგორ? ეკონომიკას ხომ აქვს თავისი იმანენტური კანონები?
მათ სამომავლო ტაქტიკაზე ნამდვილად არაფერი მსმენია.
ოპოზიციის ლიდერები გვეუბნებიან, რომ უმოკლეს ვადაში სიტუაციას ძირფესვიანად შეცვლიან. საკითხავია, როგორ? ეკონომიკას ხომ აქვს თავისი იმანენტური კანონები? - მათ სამომავლო ტაქტიკაზე ნამდვილად არაფერი მსმენია
ასე რომ, ძველი ანდაზისა არ იყოს - „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“.
- კარგია, რომ ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული იმ კომპანიების დასახმარებლად, რომლებიც წლიდან წლამდე ზრდიან ექსპორტს, რომ ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა არა 10%-ით, არამედ მხოლოდ 5%-იანი კლებით დაასრულებს წელს.
ამ პროგნოზს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ადასტურებენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენი ეკონომიკა ისედაც მწირი იყო და შესაბამისად კლება-რეცესია ნაკლები გვექნებოდა.
მაგრამ, ყველაფერ ამის ფონზე ლარი განაგრძნობს გაუფასურებას. ხელისუფლება მაქსიმალურად კი ცდილობს არჩევნებამდე ლარის კურსის ვარდნის შეჩერებას, მაგრამ ახლა ალბათ ყველაზე აქტუალურია რა ელის ლარს არჩევნების შემდეგ.
იმ შემთხვევაში თუ „ოცნებამ“ არჩევნები მოიგო, გაქვთ იმის განცდა, რომ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკა შეძლებს ლარის კურსის ვარდნის შეჩერებას?
- თქვენს კითხვაში რამდენიმე ასპექტს უნდა გავუსვა ხაზი. პირველი, არ გეთანხმებით, რომ რაც უფრო სუსტია ეკონომიკა, მით უფრო ნაკლებია „კლება-რეცესია“. პირიქით, სუსტი ეკონომიკის მთლიანად ჩამოსაშლელად და დეფოლტამდე მისაყვანად გაცილებით ნაკლები დაბრკოლებაა საჭირო, ვიდრე ძლიერი ეკონომიკის 10%-იანი კლებისთვის.
თუ პატარა ნავის გადასატრიალებლად ოთხბალიანი შტორმია საკმარისი, ტრანსკონტინენტური ლაინერის კატასტროფისთვის ცუნამი ან აისბერგია აუცილებელი. მაგრამ ისიც მართალია, რომ მეორე შემთხვევაში მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნება.
მეორე. ამ დღეებში მე პროფესიულად სწორედ კორონავირუსის პანდემიის გავლენას ვსწავლობ მსოფლიო და რეგიონულ ეკონომიკებზე. გუშინ დავასრულე ვალუტების ინფლაციის შედარებითი ანალიზი.
მერწმუნეთ, თურქეთში, ირანში, სომხეთში ეროვნული ვალუტების გაუფასურება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საქართველოში. გამონაკლისი მხოლოდ აზერბაიჯანია, მაგრამ ამ შემთხვევაში მანათის გაცვლითი კურსი არა თავისუფალი ბაზრის პრინციპებით, არამედ პრეზიდენტის ნება-სურვილით დგინდება. ამ შემთხვევაში საბაზრო ეკონომიკის ჩანასახებზეც ლაპარაკი ზედმეტია.
თურქეთში, ირანში, სომხეთში ეროვნული ვალუტების გაუფასურება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საქართველოში. გამონაკლისი მხოლოდ აზერბაიჯანია, მაგრამ ამ შემთხვევაში მანათის გაცვლითი კურსი არა თავისუფალი ბაზრის პრინციპებით, არამედ პრეზიდენტის ნება-სურვილით დგინდება. ამ შემთხვევაში საბაზრო ეკონომიკის ჩანასახებზეც ლაპარაკი ზედმეტია
მესამე. კორონავირუსის პანდემიამ ცალსახად დაგვანახა, რომ ქართული ეკონომიკა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა. გეხსომებათ, არაერთხელ მითქვამს, რომ ტურიზმზე ფსონის დადება ტრაგიკული შეცდომა იყო. მადლობა ღმერთს, რომ ტუერიზმის პარალელურად სუფლის მეურნეობაც განვითარდა.
ბოლოს და ბოლოს მთავრობა მიხვდა, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების გასაღები ეროვნულ რესურსებზე დაფუძნებული მწარმოებლური ეკონომიკაა. თუ ამ გაკვეთილს „ქართული ოცნება“ გაითავისებს, მაშინ მისი პოლიტიკა ლარს ნამდვილად დაასტაბილურებს.
ოღონდ ერთი პირობით - ეროვნული ბანკის პოლიტიკა მთლიანად შესაცვლელი იქნება. გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს მიმოქცევაში არსებული ფულადი მასის აგრეგატებს და შეიცვალოს ფარდობა ლარისა და დოლარსა და ევროს მასებს შორის.
- „ნაცმოძრაობა“ ამომრჩეველს 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას, ხელფასების 2000 ლარამდე, ხოლო პენსიების 400 ლარამდე გაზრდას, სკოლებში ბავშვების უფასოდ კვებას და კიდევ ბევრ რამეს, მათ შორის ბევრ ინვესტიციებსა და ქვეყნის სწრაფად განვითარებას პირდება.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ნაციონალების“ სამომავლო ეკონომიკურ გეგმებს?
- „ნაცმოძრაობის“ ეკონომიკურ დაპირებებს შევაფასებდი როგორც პოპულისტურს. ისე, „ნაცმოძრაობის“ „ქართული ოცნებები“ ხუთჯერ შემცირდა და ეხლა მხოლოდ ორასი ათას სამუშაო ადგილს გვპირდება.
მთავრობა მიხვდა, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების გასაღები ეროვნულ რესურსებზე დაფუძნებული მწარმოებლური ეკონომიკაა. თუ ამ გაკვეთილს „ქართული ოცნება“ გაითავისებს, მაშინ მისი პოლიტიკა ლარს ნამდვილად დაასტაბილურებს
უფასო კვება სკოლაში კი კომუნისტების დროსაც არ იყო. მახსენდება, რომ სკოლის ბუფეტებში ბუტერბროდები სოსისით, კოტლეტით ან ჩვენი საყვარელი ნამცხვარი „ენა“ 10 კაპიკი ღირდა. ისიც მართალია, რომ როგორც ნოდარ დუმბაძის „ნიანგის“ კულინარული ლექსიკონი განმარტავდა, კოტლეტი შემწვარი პური იყო.
- „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ვალდებულებათა ბარათში ვკითხულობთ - გადასახადების შემცირებით შევქმნით 100 ათას სამუსაო ადგილს, თვითოეულ ოჯახს ყოველწლიურად დავუტოვებთ 2000 ლარს, ხალხს და სოფლის თემებს კერძო საკუთრებაში გადავცემთ მთავრობის კუთვნილ ქონებას, ტყეებს, საძოვრებს და მიწებს.
გავაორმაგებთ პენსიას, სოციალურ და დევნილთა დახმარებებს. დავამარცხებთ კრიმინალს და ქუჩებს გავხდით უსაფრთხოს, შევქმნით დამოუკიდებელ სასამართლოს.
„ევროპული საქართველოს“ საინფორმაციო ბიულეტენში არ წერია, მაგრამ ამ პოლიტიკური გუნდის წევრები ხშირად საუბრობენ გადასახადებიბის შემცირებაზე, ანაც ზოგიერთი გადასახადის შემცირებაზე. როგორ შეაფასებდით „ევროპული საქართველოს“ ეკონომიკურ გეგმებს?
- როგორც წინააღმდეგობრივს. როგორ შეიქმნება 100 ათასი სამუშაო ადგილი და არა 200 ათასი, ანუ „ევროპული საქართველო“ „ნაცმოძრაობაზე“ ორჯერ უფრო მოკრძალებულია. თან გაუგებარია რა მექანიზმებით აპირებენ გადასახადების შემცირებას?
სად არის გარანტია, რომ გამოთავისუფლებული ფულის რეინვესტირება განხორციელდება და იგი არ მოხმარდება სახლების, ბინების, ვილების, ელიტური მანქანების შესასყიდად?
მეორეც. უსაფრთხოებას, პენსიების გაზრდას, თავისუფალი სასამართლოს დაფუძნებას სახელმწიფო რესურსი ჭირდება და პირველ რიგში ხელფასების გაზრდა და ახალი „თეთრი საყელოების“ დასაქმება. გაიზრდება ბიუროკტრატული აპარატი, ამას კი სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდა ჭირდება. ხოლო გადასსახადების შემცირებისას სახელმწიფო ბიუჯეტიც პროპორციულად შემცირდება. საერთაშორისო კრედიტებს კი გადახდა უნდა.
მეჩვენება, რომ „ევროპულმა საქართველომ“ მათ მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური პროგრამა იმიტომ შეიქმნა, რომ პარტიის ძირითადი ამბიციაა გახდეს მთავარი ოპოზიციური ძალა.
„ნაცმოძრაობის“ ეკონომიკურ დაპირებებს შევაფასებდი როგორც პოპულისტურს
- თავის ეკონომკურ გეგმებზე საკმაოდ ბევრს საუბრობს პრემიერობის კიდევ ერთი კანდიდატი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ბევრი რამ, რაზეც ის ამახვილებს ყურადღებას აუცილებლად გასაკეთებელია, თუ გვინდა ქვეყანა არ ჩამორჩეს მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს, თან სწრაფად და მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ხელისუფლებაში. თქვენ როგორ შეაფასებდით გიორგი ვაშაძის საკმაოდ ამბიციურ ეკონომიკურ გეგმებს?
- თქვენ რა, გინდათ, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტის დაპირებები წავიკითხო? ასეთი ხომ სამოცია! ამის არც დრო და არც ნებისყოფა ნამდვილად არ გამაჩნია. ისე, სურვილები ერთია და მათი განხორციელების შესაძლებლობები - მეორე.
მახსენდება სტალინის ეპოქის დროინდელი ძველი ებრაული ანეგდოტი - აბრამი უხსნის თავის ცოლს სარას განსხვავებას მოთხოვნასა და შესაძლებლობას შორის - „მე, სარა, მაქვს მოთხოვნა, რომ მქონდეს კაპიტალი, მაგრამ არა მაქვს შესაძლებლობა. მე მაქვს შესაძლებლობა, რომ წავიკითხო „კაპიტალი“, მაგრამ არა მაქვს მოთხოვნა“. დაახლოებით, ასეთივე სიტუაციაა.
- ამბიციური ეკონომიკური გეგმებით ასევე აშკარად გამოირჩევა კიდევ ერთი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტი „ლელო“. მეტიც, მათ თავისი ეკონომიკური გეგმები მარშალის გეგმასაც კი შეადარეს.
ამაზე ბევრმა საკმაოზე ბევრი იქილიკა, მაგრამ ეკონომიკაში საკმაოდ ჩახედული ადამიანების აზრით, „ლელოს“ ეკონომიკური გეგმები საკმაოდ საინტერესოდ და ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ბევრი თვალსაზრისით რეალიზებად გეგმებადაც კი მიიჩნია.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ლელოს“ სამომავლო ეკონომიკურ გეგმებს?
- ერთადერთ რამეს ვიტყვი - წინასაარჩევნო პათოსით შეპყრობილებმა სიტყვებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. მარშალის გეგმასთან შედარება აშკარად უადგილო იყო. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ტრუმენმა ხელი მოაწერა სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის დასავლეთ ევროპის აღორძინების ხელშეწყობის გეგმას 1948 წლის 3 აპრილს.
მეჩვენება, რომ „ევროპულმა საქართველომ“ მათ მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური პროგრამა იმიტომ შეიქმნა, რომ პარტიის ძირითადი ამბიციაა გახდეს მთავარი ოპოზიციური ძალა
ამ გეგმის თანახმად, გამოიყო გრანტი, ვიმეორებ, გრანტი 13 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს ამ თანხის ყიდვაუნარიანობა დაახლოებით 300 მილიარდის ტოლფასია.
ამ გეგმის მიხედვით, 1951 წლის ზაფხულისთვის ეს თანხა მთლიანად უნდა დახარჯულიყო შემდეგი პროპორციით- 3,4 მილიარდი - ნედლეულისა და სამრეწველო ნახევარფაბრიკატების შესაძენად, 3,2 მილიარდი - კვების პროდუქტებსა და დასათეს ხორბალზე, 1,9 მილიარდი - მანქანა-დანადგარებზე, 1,6 მილიარდი - საწვავზე. გეგმის ფულის განსაკარგავად შეიქმნა საერთაშორისო კოოპერაციის ადმინისტრაცია და დასავლეთ ევროპის მთავრობებს არც ერთი ცენტი არ გადაეცა.
ეხლა, რა საერთოა „ლელოს“ პროგრამასა და მარშალის გეგმას შორის? გრანტს გვთავაზობენ? ისე, ღმერთმა ხელი მოუმართოთ და თუ ამ გამოცდილი გუნდის რეკომენდაციები სამომავლოდ იქნება გათვალისწინებული, კარგი იქნება.
ერთადერთ რამეს ვიტყვი - წინასაარჩევნო პათოსით შეპყრობილებმა სიტყვებს უნდა მივაქციოთ ყურადღება
- სამწუხაროდ, არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური სუბიექტის ეკონომიკურ გეგმებზე საუბარი არ გამოგვივა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ თვალს ადევნებთ წინასაარჩევნო კამპანას და ამიტომაც გკითხავთ - ეკონომიკური გეგმების თვალსაზრისით რომელი პოლიტიკური ლიდერისა თუ პოლიტიკური სუბიექტის ეკომომიკური გეგმები დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად. თუ მთლიანად გეგმა არა, გეგმის ნაწილი მაინც?
- უკვე გითხარით, რომ დიდ ყურადღებას არც ერთი პარტიის გეგმას არ ვუთმობ. მე დეტალურად გავეცნობი ახალი პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობის გეგმას - მხოლოდ ამ გეგმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის.
ისე, როგორც გითხარით, ეს გეგმები უფრო კეთილ ოცნებებს წააგავს, ვიდრე რეალურ სამოქმედო სქემას.
- ჩვენ გვერს ვერ აუვლით, წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობისა და ამავე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების შანსებზე საუბარს.
ვხედავთ, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას, ხელისუფლება ოპოზიციას უამრავ რამეში ადანაშაულებენ, რაც აისახება კიდეც ტელევიზიების ეთერებში.
ვხედავთ, რომ გახშირებულია არჩევნების გამო დაპირისპირებები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალების მხარდამჭერებს შორის, რომელშიც ხელისუფლების მხარდამჭერები მონაწილეობენ. ოპოზიცია ხელისუფლებას ამ ტიპის ინციდენტების გამოუძიებლობაში ადანააშაულებს. არადა, ფაქტია, რომ ასეთი შემთხვევები აშკარად მატულობს.
თქვენ როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნოდ ქვეყანააში არსებულ ვითარებას და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამგვარმა ინციდენტებმა ქვეყანაში სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ?
- ასეთ ვითარებაში აგერ, უკვე ოცდაათი წელია ვცხოვრობთ. რა, არ დავაგროვეთ გამოცდილება? ქართველები ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ხალხების ტემპერამენტით გამოვირჩევით და ხასიათით სიცილიას უფრო წავაგავთ, ვიდრე ნორდულ შვეციას.
მაგრამ, სოციალურ უკმაყოფილების გამოხატვისას ჩვენ, იშვიათი გამონაკლისით, კარგად ვხედავთ წითელ ხაზებს. ჩვენ არ ვწვავთ მანქანებს და არ ვამტვრევთ ვიტრინებს, არ „ვმარადიორობთ“. ჩვენ ტრადიციულად დემოკრატიული ევროპული ქვეყნების მოსახლეობაზე გაცილებით ტოლერანტულები ვართ.
გამოცდილება კი გვიჩვენებს, რომ დაძაბულობა არჩევნების დღისთვის თავის პიკს მიაღწევს, მაგრამ ეს არ იქნება უმართავი პროცესი, მთავრობას ყველა ექსცესის ჩასაქრობად საკმარისი რესურსი გააჩნია. მეტიც, დაძაბულობა 2012 წლის არჩევნებზე გაცილებით სუსტი იქნება. ამიტომ უმართავ პროცესებსა და სტაბილურობის დარღვევას არ ველოდები.
რა საერთოა „ლელოს“ პროგრამასა და მარშალის გეგმას შორის? გრანტს გვთავაზობენ? ისე, ღმერთმა ხელი მოუმართოთ და თუ ამ გამოცდილი გუნდის რეკომენდაციები სამომავლოდ იქნება გათვალისწინებული, კარგი იქნება
- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ 2020 წლის არჩევნების ბედი პირველ ტურში პროპორციული არჩევნების შედეგებზე ბევრად იქნება დამოკიდებული.
თუ თქვენც ასე ფიქრობთ, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ დასრულდება აღჩევნების პროპორციული ნაწილი?
- ძალიან კარგად იცით, რომ არ მიყვარს წინასწარმეტყველება, ყავაზე მარჩიელობა. მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზების კეთება არ მიყვარს, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ორი სიტყვით ასე ვიტყვი - დიდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ.
დაძაბულობა არჩევნების დღისთვის თავის პიკს მიაღწევს, მაგრამ ეს არ იქნება უმართავი პროცესი. მთავრობას ყველა ექსცესის ჩასაქრობად საკმარისი რესურსი გააჩნია. მეტიც, დაძაბულობა 2012 წლის არჩევნებზე გაცილებით სუსტი იქნება. ამიტომ უმართავ პროცესებსა და სტაბილურობის დარღვევას არ ველოდები
- ბევრი ვარაუდობს, რომ 30-ვე მაჟორიტარულ ოლქებში საკმაოდ მწვავე დაპირისპირების მომსწრენი გავხდებით. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნებს, რომ მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში მეორე ტურების ჩატარების აუცილებლობა იქნება.
რადგან ყველა მაჟორიტარული ოლქში ძირითადი ოპონენტების ვინაობა უკვე ცნობილია, თქვენ რომელ მაჟორიტარულ ოლქებში გაქვთ იმის მოლოდინი, რომ პროცესები ყველაზე საინტერსოდ განვითარება?
- მკითხეთ 29 ოქტომბერს, ან, უკეთესია, 1 ნოემბერს. ისე, ძალიან გამეხარდება თუ ბევრი მეორე ტური ჩატარდება, ეს ხომ დემოკრატიის ანბანია. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დიდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი