საბერძნეთში ციკლონ „იანისის“ მსხვერპლი მოჰყვა

საბერძნეთში ციკლონ „იანისის“ შედეგად, რომელმაც ათენის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებს გადაუარა, სულ მცირე, ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

ასობით ადამიანი დატბორილ შენობებიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. შეიზღუდა მატარებლების მოძრაობა, რომლებიც ჩრდილოეთსა და სამხრეთს ერთმანეთთან აკავშირებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ყველაზე დაზარალებულ რაიონებში მთავრობის მაღალჩინოსნები გაგზავნა.

ციკლონმა კუნძულებზე - კეფალონიასა და ზაკინფზე შტორმი გამოიწვია, რის გამოც გადაიდო რეისები და საბორნე მიმოსვლა, ტურისტებს კი შენობებში დარჩენის მითითება მიეცა.

შესაბამისმა სამსახურებმა, ციკლონის გამო, ორი ათასზე მეტი შეტყობინება მიიღეს. არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს შტორმში მოყოლილი ნავის ძიება, რომელზეც, სავარაუდოდ, 55 მიგრანტი იმყოფებოდა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
საბერძნეთში ციკლონ „იანისის“ მსხვერპლი მოჰყვა

საბერძნეთში ციკლონ „იანისის“ შედეგად, რომელმაც ათენის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებს გადაუარა, სულ მცირე, ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

ასობით ადამიანი დატბორილ შენობებიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. შეიზღუდა მატარებლების მოძრაობა, რომლებიც ჩრდილოეთსა და სამხრეთს ერთმანეთთან აკავშირებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ყველაზე დაზარალებულ რაიონებში მთავრობის მაღალჩინოსნები გაგზავნა.

ციკლონმა კუნძულებზე - კეფალონიასა და ზაკინფზე შტორმი გამოიწვია, რის გამოც გადაიდო რეისები და საბორნე მიმოსვლა, ტურისტებს კი შენობებში დარჩენის მითითება მიეცა.

შესაბამისმა სამსახურებმა, ციკლონის გამო, ორი ათასზე მეტი შეტყობინება მიიღეს. არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს შტორმში მოყოლილი ნავის ძიება, რომელზეც, სავარაუდოდ, 55 მიგრანტი იმყოფებოდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს