არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყურადღების ცენტრში არის ადამიანი, მისი უფლებები და ღირსება

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყურადღების ცენტრში არის ადამიანი, მისი უფლებები და მისი ღირსება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოხერხდა და გახდა შესაძლებელი ის, რომ რეალური ძალაუფლება დაუბრუნდათ ადამიანებს და განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს ამ საზოგადოებასთან შეხვედრა და საუბარი, ისტორიულ მხარეში, ისტორიულ ადგილას, სადაც ბევრი წარმატებული ადამიანი აღიზარდა და წარმატებით ემსახურა და ემსახურება თავის ქვეყანას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვიახლოვდება. ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით 2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა, თქვენი მხარდაჭერით ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გავატარეთ. არჩევანის გაკეთების წინ, ყველა ადამიანი ფიქრობს თუ რისი გაკეთება შევძელით ჩვენ ერთად და რის გაკეთებას შევძლებთ მომავალში. რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ყველაზე უკეთ შეძლო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც განვითარების მთავარი პირობაა. ყველაზე უკეთ შეძლო ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე, რომ არაფერი ვთქვათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც აშენდა, C ჰეპატიტის პროგრამაზე, რომელზეც მთავარი გადაწყვეტილება სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი. ბოლო მაგალითი, როდესაც საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესოდ გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას, შეძლო ვირუსის შეკავება, არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ ჩვენ შევქმენით ნამდვილად ეფექტური და ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა. მე მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი ბიზნესის თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას. ჩვენ ერთად შევძელით დაგვესრულებინა დრო, როდესაც ბიზნესმენები და მესაკუთრეები შუა ღამით მიდიოდნენ და სახელმწიფოს ჩუქნიდნენ საკუთარ ქონებას. სამწუხაროდ, ეს იყო უსამართლო სახელმწიფო და სწორედ ჩვენ შევძელით ერთად, რომ დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში არის სამართლიანი, ობიექტური და არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას, რომ სხვისი საკუთრების უფლებაში ჩაერიოს. ჩვენ შევძელით პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის წარმოება. დღეს ჩვენი ქვეყანა სარგებლობს უვიზო რეჟიმით ევროპასთან, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ევროპასთან, ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და გვაქვს მტკიცე თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს საქმეები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ გვყავს ძლიერი პოლიტიკური ლიდერი, ძლიერი პოლიტიკური გუნდი და გვაქვს ხედვა. ჩვენ გვჭირდება, რომ განვამტკიცოთ ნდობა თქვენთან, მივიღოთ კიდევ ერთხელ თქვენი მხარდაჭერა, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ადამიანის უფლებები იყოს დაცული და ჩვენმა ქვეყანამ განაგრძოს განვითარება,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო