მადრიდის რეგიონული მთავრობა კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარისგან დახმარებას ითხოვს.
„ჩვენ გვჭირდება ჯარისგან დახმარება დეზინფექციისთვის და ადგილობრივი პოლიციისა თუ სამართალდამცავი ორგანოების გასაძლიერებლად“, - განაცხადა მადრიდის რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელმა იზაბელ დიაზ-აიუსომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მანამდე პედრო სანჩესმა მადრიდის რეგიონულ ლიდერთან შეხვედრა გამართა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომებზე იმსჯელა.
მადრიდის რეგიონში გარკვეულ რაიონებში ნაწილობრივი კარანტინი 21 სექტემბრიდან ამოქმედდა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. აკრძალვა დედაქალაქსა და მის გარშემო მდებარე რამდენიმე ქალაქში მცხოვრებ 850 000-მდე ადამიანს შეეხო. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც მადრიდის რეგიონში დაინფიცირების ახალი შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მან ასევე, კვლავ, დროებითი საავადმყოფოების მოწყობა ითხოვა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"