ფერმერებს ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის მენერგე-ფერმერებს ონლაინ ტრენინგი ჩაუტარეს.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მენერგეებს სანერგეში დოკუმენტაციის საერთაშორისო მოთხოვნის შესაბამისად წარმოება, სერტიფიცირების პროცესში არსებული პროცედურები და საკანონმდებლო ბაზა გააცნეს.

„პროგრამის ფარგლებში, ცენტრის თანამშრომლების მიერ შემუშავდა სანერგეში ჩასატარებელი სამუშაოების, სარგავი მასალის მოძრაობის და ფიტოსანიტარიული ჟურნალები, რომლებიც ფერმერებს დაურიგდებათ. ჟურნალებში ფერმერებს დეტალურად მოუწევთ სანერგე მეურნეობაში მათ მიერ გაწეული ნებისმიერი სამუშაოს აღწერა, მათ შორის სანერგის ირგვლივ არსებული სანიტარიული მდგომარეობა. სანერგე კვალიფიციური იქნება მხოლოდ იმ კულტურაზე, რომელზეც სრული დოკუმენტაცია ექნება წარმოდგენილი.

USAID-ის სოფლის მეურნეობის 5 წლიანი პროგრამა 2018 წელს დაიწყო. მისი ამოცანაა, დაეხმაროს სანერგეებს გაზარდონ შესაძლებლობები და დანერგონ სერტიფიცირების სისტემები. პროგრამა, ფერმერების გადამზადებასთან ერთად, მათთვის ფინანსურ მხარდაჭერასაც მოიცავს, რაც სანერგეებს, 2024 წლისთვის, სავალდებულო სერტიფიცირების პროცესზე გადასვლაში დაეხმარება.

საქართველოში სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2017 წლიდან მიმდინარეობს და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს. სერტიფიცირების პროცესს კანონი არეგულირებს, რომელიც სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიან პრინციპებს განსაზღვრავს, უზრუნველყოფს ბაზარს ხარისხიანი სანერგე მასალით, ჩაანაცვლებს იმპორტირებულს, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და ექსპორტს და დაიცავს მომხმარებელს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისგან“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა