დავით ბაქრაძე - თუ „ნაცმოძრაობას“ დასჭირდება სხვა პარტიების მხარდაჭერა, რომ იყოს ერთიანი პრემიერი, „ევროპულ საქართველოს“ ვერავინ ვერაფერს აიძულებს - მიხეილ სააკაშვილს მხარს არ ვუჭერთ

ჩვენ არ გვსურს ერთპიროვნული მმართველობა, ამიტომ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“ და არ ვუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

დავით ბაქრაძის თქმით, როგორც ივანიშვილს, ისე სააკაშვილს, სურთ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, სადაც ყველა იზიარებს ერთი პარტიის აზრს.

„საუბარი იმაზე, რომ რომელიმე პოლიტიკურ გუნდს ვინმეს მხარდაჭერა მოუწევს, ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა და კოალიციური შეთანხმება. არავის არაფერი მოუწევს, თუ "ნაციონალური მოძრაობა" აიღებს ხმების საკმარის უმრავლესობას, მათ შეეძლებათ, ვინც სურთ, ის დაასახელონ პრემიერობის კანდიდატად, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ დასჭირდება სხვა პარტიების მხარდაჭერა იმისთვის, რომ იყოს ერთიანი ოპოზიციური პრემიერი, ვერავინ ვერაფერს აიძულებს „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენი პოზიცია არის მკაფიო. ჩვენ ვართ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგი, ამ მმართველობამ შეიყვანა ქვეყანა ძალიან ღრმა კრიზისში, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში კიდევ უნდა იყოს ერთპარტიული მმართველობა, ნიშნავს იგივე კრიზისის გაგრძელებას.

ამიტომ, ჩვენ გამოვრიცხავთ შეთანხმებას „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან და ამავე მიზეზით არ ვუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს. ქვეყანაში ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა, სისტემა, სადაც ერთი პარტია დომინირებს და აიძულებს სხვებს, რომ რაღაცაზე დაეთანხმოს, უნდა დასრულდეს. სწორედ ამას ჰქვია გარდამტეხი ცვლილებები ამ არჩევნებზე და სწორედ ამისთვის ვიბრძვით ჩვენ ამ არჩევნებზე და თითოეულ ადამიანს, ვისაც აღარ უნდა ერთპარტიული მართვა და უნდა დაბალანსებული, გაწონასწორებული მთავრობა, სადაც არავინ არავის არაფერს აიძულებს და პირიქით, ყველა ერთმანეთს და საზოგადოების აზრს გაითვალისწინებს, ყველა ასეთ ადამიანს მოვუწოდებ, რომ ხმა მისცეს „ევროპულ საქართველოს“, - განუცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს.

იხილეთ ვიდეო:"ევროპული საქართველო" პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილს მხარს არ დაუჭერს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო