პარტია „რეფორმერი" ტრადიციულ საარჩევნო სისტემასთან ერთად ელექტრონული არჩევნების მოდელის დანერგვას ითხოვს

პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" ტრადიციულ საარჩევნო სისტემასთან ერთად ელექტრონული არჩევნების მოდელის დანერგვას ითხოვს, რომელიც არჩევნების გაყალბების საშუალებას არ იძლება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „რეფორმერიდან“ აცნობეს.

პარტიის თავმჯდომარის თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, არჩევნების ელექტრონული სისტემა ტექნიკურად უფრო მოსახერხებელია ამომრჩევლისთვის.

„ყველა არჩევნების დროს ჩვენი მოქალაქეები დგებიან ერთი და იგივე პრობლემის წინაშე. მათ უწევთ საარჩევნო უბნებზე მისვლა და ხმის მიცემა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილებიდან მოშორებით. ეს არის პრობლემა სტუდენტებისთვისაც, რომლებიც უნდა ჩავიდნენ რეგიონებში, რაც მათთვის დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან.

იგივე სირთულეები არსებობს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. რომელთაც საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევთ საარჩევნო უბნებზე მისასვლელად და ხმის მისაცემად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თორნიკე ჯანაშვილის თქმით, ელექტრონული არჩევნების აღნიშნულ მოდელს ევროპულ ქვეყნებში დიდი პრაქტიკა აქვს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების ესტონური მოდელი, რომელიც წლების წინ დაინერგა და ეფექტურად მუშაობს. ელექტრონული არჩევნების სისტემა, იმის გარდა, რომ იცავს ამომრჩევლის ხმას გაყალბებისგან, არჩევნებს ხელმისაწვდომს გახდის უფრო მეტი ამომრჩევლისთვის და უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობას მოიტანს ამ პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამ ინიციატივის განსახორციელებლად საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებები და რა თქმა უნდა, ხელისუფლების ნება. როგორც ვიცით, ამ სისტემის დანერგვაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დააჩქაროს ეს პროცესი" - აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა