რომან გოცირიძე - ტემპერატურა 41 გრადუსს რომ აჩვენებს და ადამიანი კრიზისულ მდგომარეობაშია, აი ასე უჩვენა 41 გრადუსი ლარმა 41 ნომრის მქონე პარტიას

ეროვნული ბანკი ყურებით ყავს დაჭერილი მთავრობას, რაც საბოლოო ჯამში იმ შედეგებში აისახება, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ ლართან დაკავშირებით,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

გოცირიძე ეროვნული ბანკის მიერ ხვალისთვის დაგეგმილ 40 მილიონი დოლარის გაყიდვას ეხმიანება და კორუფციის ნიშნებზე საუბრობს.

"ქართული ოცნება" ამთავრებს თავისი 8- წლიან “წარუმატებელ” საქმიანობას, თავისი 2 გამოკვეთილი მაჩვენებლით - ორჯერ გაუფასურებული ლარი და თითქმის ორჯერ გაზრდილო საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. ეს არის ვერდიქტი! ტემპერატურა რომ 41 გრადუსს აჩვენებს და ადამიანი კრიზისულ მდგომარეობაშია, აი ასე უჩვენა 41 გრადუსი 41 ნომრის მქონე პარტიას ლარმა. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ის აბსოლუტურად არაპროფესიონალურად იქცევა. თუ ეს არის შეცდომა, მაშინ ამისთვის ეროვნულმა ბანკმა პასუხი უნდა აგოს, მაგრამ მე უკვე ეჭვი მეპარება, რომ ეს შეცდომაა და ხომ არ არის ეს შეგნებული ნაბიჯი, როცა ოთხშაბათს ყიდი 40 მილიონ დოლარს, აკეთებ ინტერვენციებს და ლარი ეცემა, შემდეგ ამას იმეორებ მეორე ოთხშაბათსაც და ამას არავითარი რეაგირება არ ექნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი მუშაობს კომერციულ ბანკებზე. სწორედ ოთხშაბათს გამოაქვს ეროვნულ ბანკს რეფინანსირების სესხები, რომელსაც აძლევს კომერციულ ბანკებს სესხად, მერე გამოიტანს დოლარს და მისივე მიცემული ლარებით კომერციული ბანკები ყიდულობენ ამ 40 მილიონ დოლარს და მერე ძვირად ყიდიან. ეს უკვე არის კორუფცია, სხვა ახსნა ამას არ აქვს. ამის მიზეზი არის არაკომპეტენტურობა ან გარკვეული ინტერესები. კომერციულმა ბანკებმა საკუთარი ფულით უნდა იყიდონ დოლარი და არა ეროვნული ბანკისგან ნასესხები ფულით, რომლის ერთ ნაწილს ვალუტის დასაგროვებლად იყენებენ, მეორე ნაწილით კი სახაზინო ვალდებულებებს ყიდულობენ და ბიუჯეტის დეფიციტს ამით აბალანსებენ, რეფინანსების სესხებით ხდებოდა მთავრობის მიერ შიდა ვალის აღება, ეროვნული ბანკი ყურებით ყავს დაჭერილი მთავრობას, რაც აისახება საბოლოო იმ შედეგებში, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ ლართან დაკავშირებით,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. წინა სავალუტო აუქციონი სებ-მა 16 სექტემბერს გამართა და 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება