სერგო ჩიხლაძე - ჯანდაცვის სისტემა სრული კოლაფსის და ჩამოშლის წინაშეა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა სრული კოლაფსის და ჩამოშლის წინაშეა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მექანიზმი გაუმართავია.

„სამწუხაროდ, კორონავირუსით ინფიცირებულთა მზარდი ციფრები კვლავ გრძელდება, დღეს 220-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს. ჯანდაცვის სისტემა სრული კოლაფსის და ჩამოშლის წინაშეა. ორი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ კორონავირუსის ინფექციას, ეს არის დიაგნოსტიკა, დროული გამოვლენა და დროული მკურნალობა. ორივე მიმართულებით ძალიან სერიოზული ჩავარდნები გვაქვს. ვხედავთ ტესტირებასთან მიმართებით როგორი ქაოსია. ადამიანებს 3-4 დღე ვერ აძლევენ პასუხს ხშირ შემთხვევაში იმიტომ, რომ მენეჯმენტი დაულაგებელია, აუწყობელია ალგორითმი, გაუმართავია მექანიზმი, რაზეც ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჯერ კიდევ მარტიდან მოყოლებული ვსაუბრობდით. სამწუხაროდ, ისევ იქ ვართ. მარტის თვეში რა პრობლემებზეც ვსაუბრობდით, იგივეზე გვიწევს დღეს, სექტემბრის ბოლოს საუბარი. აუწყობელია ტესტირების მექანიზმი, დიდი რაოდენობით ტესტი ტარდება, მექანიზმი და მენეჯმენტი მოშლილია. ადამიანები პასუხს დროულად ვერ იღებენ. ძალიან მნიშვნელოვანი და საეჭვოა ისიც, რომ მზარდ ციფრებთან ერთად, ტესტირების მაჩვენებელი მცირდება, ნაცვლად იმისა, რომ გაიზარდოს. ეს კიდევ ერთხელ ცუდ მენეჯმენტზე მიანიშნებს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, სერიოზული კითხვები ჩნდება ტესტების რაოდენობასთან დაკავშირებით. როგორც ჩიხლაძე აცხადებს, ამ დრომდე უცნობია, საერთოდ შემოვიდა თუ არა ტესტები ქვეყანაში.

„კატასტროფული ჩავარდნაა ასევე პაციენტების მოვლასთან, ჰოსპიტალში განთავსებასთან დაკავშირებით. რამდენიმე ასეული ადგილია მხოლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით დარჩენილი, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები მივიღოთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკვე 200-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ყოველდღიურად, გამოდის, რომ 3 დღეში საერთოდ ადგილები აღარ იქნება, რისი ნიშნებიც უკვე ცალკეულ საავადმყოფოებსა და რეგიონებში არსებობს. ამიტომ, მოთხოვნა და ინიციატივა, რომლითაც გამოვდივართ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეს არის ის, რომ სასწრაფოდ გააქტიურდეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, მსუბუქი და ე.წ. უსიმპტომო პაციენტების მოვლა, მკურნალობა, მართვა ბინის პირობებში დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად გადაივსება საავადმყოფოები და მძიმე პაციენტების მკურნალობას სერიოზული საფრთხე შეექმნება“, - აცხადებს ჩიხლაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს