დავით ბაქრაძე - კრიზისიდან გამოსვლის არც ცოდნა, არც უნარი და არც შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას” არ გააჩნია, ჩვენ ეს ვნახეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში

ამ კრიზისიდან გამოსვლის არც ცოდნა, არც უნარი და არც შესაძლებლობა “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია და ჩვენ ეს ვნახეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში, - ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე ლარის გაუფასურებას.

ბაქრაძის თქმით, ეკონომიკის ეს უმძიმესი კრიზისი მოიტანა მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ამ ვითარებას ვერ გამოასწორებს ეს მთავრობა, რადგან მათ არც ცოდნა, არც უნარი და არც შესაძლებლობა არ აქვთ.

„ლარის მდგომარეობა ასახავს იმ უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა ქვეყანა და მოსახლეობა. უკვე წლებია ლარი უფასურდება ისე, რომ არცერთი ნაბიჯი არ იდგმევა მთავრობის მხრიდან, ამას დაემატა გაზაფხულზე ეკონომიკის მთლიანი ჩაკეტვა არასწორი მენეჯმენტის შედეგად, ამას ემატება უზარმაზარი საგარეო ვალი, რომელსაც წელს იღებს მთავრობა და საბიუჯეტო ვალდებულებები, რომლითაც უხვად დატვირთა „ქართულმა ოცნებამ“ ბიუჯეტი. ამიტომ, ამ ყველაფრის შედეგად, ლარი უფასურდება ყოველდღე და ეს უმძიმეს ტვირთად აწვება ისედაც კრიზისში მყოფ ჩვენს მოსახლეობას.

გამოსავალი აქედან გახლავთ მხოლოდ ერთი, 31 ოქტომბერს ამ მთავრობის მოშორება, გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და ახალი ეკონომიკური პოლიტიკის დაწყება. კერძოდ, გადასახადების შემცირება, სამთავრობო ხარჯების რადიკალურად შემცირება, უაზრო რეგულაციებისა და შეზღუდვების გაუქმება, ხალხისათვის მეტი ქონების გადაცემა და ამ ყველაფრის შედეგად, ლარის კურსის გამყარება და მთლიანად ეკონომიკის გაჯანსაღება.

ამის გაკეთების არც ცოდნა, არც უნარი და არც შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია და ჩვენ ეს ვნახეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში. ამიტომ, ერთადერთი გზა ლარის გამყარების და ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების და კრიზისიდან გამოსვლის არის არჩევნების გამოყენება გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს