პოლიციამ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.დ. ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს -1981 წელს დაბადებულ ი.დ.-ს, რომელიც იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანა სოფელ დაბის მიმართულებით არსებული ტყისკენ, სადაც, ყოფით საკითხზე არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტითა და 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს