ქართულ-ბრიტანული საპარლამენტო მეგობრობის და საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფმა ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, კახაბერ კუჭავამ „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" საპარლამენტო ფორმატში დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯონათან ჯანოგლისთან და სხვა წევრებთან, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, სოფიო ქაცარავასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, დეპუტატები მარიამ ჯაში და გიორგი ტუღუში.

ქართულ-ბრიტანული საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს.

შეხვედრის განმავლობაში, მხარეებმა მიმოიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი, მიმდინარე პროცესებში ბრიტანეთის პარლამენტის როლის ჩათვლით. პოზიტიურად შეფასდა ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ორივე ქვეყანა დგას.

ქართულმა მხარემ ბრიტანელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორცილებული უახლესი დემოკრატიული რეფორმების შესახებ, მათ შორის საარჩევნო სისტემის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ზოგადად საარჩევნო რეფორმაზე.

ბრიტანეთის მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეფორმების აქტიური დღის წესრიგის შესრულების მიმართულებით და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ასევე მიესალმა განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს უფრო ძლიერი დემოკრატიისა და მეტი პოლიტიკური პლურალიზმისკენ. ამ მხრივ, ბრიტანულმა მხარემ 2020 წლის 31 ოქტომბერს ღია, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების გამართვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მხარეებმა მიმოიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობა. მათ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვეს ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის დროს რუსეთის მხრიდან მზარდი პროვოკაციებისა და აგრესიული ნაბიჯების გამო. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ე. წ. გამტარი პუნქტების ხანგრძლივად დახურვა, გაგრძელებული ეთნიკური დისკრიმინაცია, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევა და უარი ჯანდაცვასა და სამედიცინო ევაკუაციაზე მნიშვნელოვნად ამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარულ პირობებს. ქართულმა და ბრიტანულმა მხარეებმა დაგმეს რუსეთის მხრიდან ინტენსიური ჰიბრიდული ომის წარმოება, კიბერ-თავდასხმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაზე, ასევე დეზინფორმაციის კამპანიები მიმართული ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ, რომელიც ასრულებს კრიტიკულ როლს საქართველოს ბრძოლაში ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიასთან.

ბრიტანეთმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების“ პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელება, მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და საქართველოს სუვერენული რეგიონების ინტენსიური მილიტარიზაცია ქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს ევროპული უსაფრთხოებისთვის და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შემოღებისა და „ევროკავშირის მონიტორინგის მისიისთვის“ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკუთარი მანდატის გავრცელების საშუალების მიცემის მნიშვნელობას.

დელეგაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პატივისცემაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ძალის არგამოყენების, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნების საკითხებზე ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას. ამასთანავე, მხარეებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ მიმართ, რომელიც ორიენტირებულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და დაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთკავშირების დამყარებაზე.

ქართულმა და ბრიტანულმა მხარეებმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარება და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დღის წესრიგთან და მიესალმნენ ნატო-საქართველოს დინამიურ და გაძლიერებულ თანამშრომლობას. ორივე მხარე მიესალმა მთავრობებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს. ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისმა საპარლამეტო ჯგუფმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს არსებით წვლილს ერთიან ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა პარტნიორობის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანის მზაობა ყოვლისმომცველი ორმხრივი დღის წესრიგის განხორციელების კუთხით.

ორი ქვეყნის პარლამენტარები მიესალმნენ თანამშრომლობის რეგულარულ საპარლამენტო ფორმატს და მზადყოფნა გამოხატეს საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გაღრმავებისთვის. მხარეები ასევე საერთო ინტერესის სფეროების შემდგომ მოძიებაზე შეთანხმდნენ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე