შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულ ვახტანგ ახვლედიანის მოწმის სახით დაკითხვა დასრულდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულ ვახტანგ ახვლედიანის მოწმის სახით დაკითხვა დასრულდა. მას პროცესიდან გამოსვლის შემდეგ ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სასამართლოში დაადასტურა მისი ბოლო ჩვენება.

ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატის კახა წერეთლის განცხადებითაც, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებისთვის მიცემული ბოლო ჩვენება გაიმეორა.

"ვახტანგ ახვლედიანმა გაიმეორა ის ბოლო ჩვენება, რომელიც მას ბოლოს ჰქონდა გამოძიებაში მიცემული. ამ ჩვენებებში, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, კონკრეტული პირები დასახელდა, დღეს კვლავ გამეორდა იგივე შინაარსის ჩვენება. კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან არასრულწლოვანთა პროცესია. ახვლედიანსდაზიანებები ვინ მიაყენა, თავის დროზე დასახელებული იყო და დასახელდა დღესაც", -განაცხადა წერეთელმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს