რომან გოცირიძე -  გააყალბებს "ქართული ოცნება" არჩევნებს? - მიიღებს ორმაგ დარტყმას: სახალხო მღელვარებასა და საერთაშორისო იზოლაციას

გააყალბებს "ქართული ოცნება" არჩევნებს? - მიიღებს ორმაგ დარტყმას: სახალხო მღელვარებასა და საერთაშორისო იზოლაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის გამონაკლისი სახელმწიფო, სადაც პანდემიის მიუხედავად დამკვირვებლები მაინც ჩამოვლენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან.

"საქართველოს გამადიდებელი შუშით უყურებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ამის დამადასტურებელია არა ერთი პირადი კონტაქტი ამერიკის ადმინისტრაციიდან საქართველოს მთავრობის წარმომადგებლებთან. ამასთან, ჩვენ ვიცოდით, რომ პანდემიის გამო არც ერთ ქვეყანაში არ ჩადიოდნენ დამკვირვებლები და საქართველო, როგორც გამონაკლისი, არის ის სახელმწიფო, სადაც დამკვირვებლები ჩამოვლენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ინტერესია აქ მიმდინარე პროცესებისადმი და ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ ,არც ქართველი ხალხი და არც ჩვენი დამკვირვბელები მისცემენ იმის უფლებას "ქართულ ოცნებას", რომ კიდევ ერთხელ გააყალბოს არჩევნები. დამკვირვებლების ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ყველა შინ და გარეთ ზრუნავს საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე.

მიუხედავად არაერთი საგარეო და საშინაო გაფრთხილებისა, "ქართული ოცნება" თავის ზნეს მაინც არ იცვლის: ძალადობა, დაშინება, სუს- ის მიერ თითოეულ ოჯახში განწყობილების აღრიცხვა, თავდასხმები ოპოზიციაზე და ა.შ. ხელისუფლება გრძნობს რომ თუკი არ გამოიყენებს ნაცად ხერხებს- ზონდერებსა და კრიმინალებს, აგებს ამ არჩევნებს, მაგრამ ეს ძალიან ძვირად დაუჯდება, ამას არავინ აპატიებს. ისწავლა ხალხმა ჭკუა, მესამე ვადით, გაყალბებით და ძალადობით "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში არავინ დატოვებს,"- განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო