ანა დოლიძე - ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა პანდემიის მეორე ტალღას და ამ შედეგს მოქალაქეები ვიმკით

პანდემიმიერს უნდა ესაუბრა ორ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროზე, რომელიც აბსოლუტურად მიუხედავი დარჩა და რომლის შედეგებსაც დღეს ვიმკით - ეს არის ეკონომიკა და განათლება, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ პანდემიის მეორე ტალღის დაძლევისთვის დაკავშირებულ განცხადებას.

ანა დოლიძის თქმით, 6 თვის განმავლობაში განათლების სამინისტრომ, „რომლის დაფინანსებაც რამდენიმე მილიარდი ლარია, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ ჩვენი სკოლების სისტემა მოემზადებინა“.

,,ძალიან საინტერესო და საეჭვო აქცენტები დასვა პრემიერმა გიორგი გახარიამ კოვიდის მეორე ტალღასთან დაკავშირებით. აქცენტები არის თავიდან ბოლომდე სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, მოქალაქეების თვითორგანიზებულობაზე, ჩვენს დისციპლინაზე. ეს ყველაფერი გასაგებია და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რას აკეთებს თვითონ სახელმწიფო? მე, როგორც მოქალაქეს მქონდა მოლოდინი, რომ ქვეყნის პრემიერს უნდა ესაუბრა 2 ყველაზე მნიშვნელოვან სფეროზე, რომელიც აბსოლუტურად მიუხედავი დარჩა და რომლის შედეგებსაც დღეს ვიმკით. ეს არის ეკონომიკა და განათლება.

აპრილიდან მოყოლებული ვიცით, რომ იქნება პანდემიის მეორე ტალღა. მაგრამ 6 თვის განმავლობაში განათლების სამინისტრომ, რომლის დაფინანსებაც რამდენიმე მილიარდი ლარია, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ ჩვენი სკოლების სისტემა მოემზადებინა, რომ ოდნავ მაინც უკეთესი ყოფილიყო დისტანციური სწავლება - გადაემზადებინა მასწავლებლები, მოემზადებია სისტემა, შემოეღო ელემენტარული დისტანციური სწავლების სისტემა, რომ ბავშვებმა არ იარონ Gmail-დან Zoom-ზე. სამინისტრომ ვერ მოახერხა უზრუნველეყო მასწავლებლები ელემენტარული კომპიუტერებით და ლეპტოპით. ამიტომ, დღეს ამის ფასს იხდიან ბავშვები თავიანთი ჯანმრთელობით, ფსიქიკური მდგომარეობით და მათი მშობლები, რომლებსაც არჩევანის გაკეთება უწევთ, დაკარგონ სამსახურები თუ ასწავლონ შვილებს", - აღნიშნავს ანა დოლიძე ლაივ მიმართვაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა