კახეთში ტყის ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, გერმანიის ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად სოფელ მაღრაანში, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიზნად ისახავს, შექმნას ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა.

„ტყის ეროვნული აღრიცხვა წარმოადგენს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ცენტრალურ ელემენტს. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მომავალი წლის ბოლოს გვექნება სრული ინფორმაცია ტყეების ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

„საქართველოში ტყის ეროვნული აღრიცხვა საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ტყის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული და სანდო მონაცემები, რაც შემდგომ გამოიყენება სატყეო პოლიტიკის განსაზღვრისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

2017 წელს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ტყის ეროვნულ აღრიცხვასთან დაკავშირებული, საქართველოს გეოგრაფიულ პირობებზე მორგებული მეთოდოლოგია და საველე სახელმძღვანელო.

2019 წელს, აღირიცხა მცხეთა-მთიანეთის, აჭარისა და გურიის რეგიონის ტყეები, აღრიცხვის შედეგად მომზადდა ანგარიში ტყეების მდგომარეობის შესახებ. ამჟამად მიმდინარეობს საველე სამუშაოები სამეგრელო ზემო-სვანეთის, კახეთის, სამცხე ჯავახეთისა, იმერეთის და შიდა ქართლის რეგიონებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხა მიმდინარეობს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო