გოგი მეშველიანი - ბოლნისში, თავდასხმის ინიციატორი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი, ცნობილი ექსტრემისტი, იუსუფოვი, რომელმაც ხელკეტით თავი გაუტეხა  ჩვენს აქტივისტს

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის განცხადებით, ბოლნისში, ჩაიხანაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები სიცრუეა და ვითარების საპირისპიროდ წარმოჩენას ემსახურება.

როგორც მეშველიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თავს არა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, არამედ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს დაესხნენ.

მისივე თქმით, თავდასხმის ინციატორი, "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერი, არიფ იუსუფოვია.

„ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც დღეს აგიტაციით იყვნენ დაკავებული, თავს დაესხნენ ჩაიხანაში, სადაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა შემდეგ ზონის უფროსისა და ჩვენი სხვა აქტივისტების ჩართულობით, მოხდა სიტუაციის განმუხტვა. როდესაც ჩვენი აქტივი საკუთარ შტაბთან მივიდა, მანდ მოხდა უკვე ხელკეტებითა და ქვებით მათზე თავდასხმა. ამ თავდასხმის ინიციატორი და მთავარი მოქმედი პირი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი, ცნობილი ექსტრემისტი, იუსუფოვი, რომელმაც პირადად ხელკეტით თავი გაუტეხა ერთ-ერთ ჩვენს აქტივისტს, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არის მარნეულის საავადმყოფოში.

კიდევ ერთი ფაქტია, რომ არიფ იუსუფოვი, რამდენიმე დღის წინ მისული იყო ჩვენი აქტივისტის სახლში და ემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით, რომელი მუქარაც დღეს სისრულეში მოიყვანა. ჩემი ძმა, ჩაიხანაში დაწყებული ინცინდენტის დროს იქ არ იმყოფებოდა და იყო შტაბში, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ის მივიდა ინცინდენტის ადგილზე და სწორედ მისი მეშვეობით მოხდა მხარეების დაშორიშორება და უკან შტაბში დაბრუნება, რის შემდეგაც „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის მიერ მოხდა შტაბზე თავდასხმა. ეს ყველაფერი, რასაც ისინი იძახიან სიცრუეა და ვითარების საპირისპიროდ წარმოჩენას ემსახურება“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ცნობისთვის, ბოლნისში, სოფელ ნახიდურში, მოსახლეობა არის შეკრებილი. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს სოფელში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს თავს დაესხნენ.

როგორ შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა