ჯო ბაიდენი - მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებას თან ახლავს მისი უფრო ფართო რეგიონალურ კონფლიქტში გადაზრდის საფრთხე

ღრმად შეშფოთებული ვარ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებით და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის, დეესკალაციისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოვუწოდებ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატის ჯო ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ბაიდენი „მესამე მხარეებს“ მოუწოდებს, კონფლიქტში ჩარევისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან, მისი განმარტებით, საომარი მოქმედებების ესკალაციამ, შესაძლოა, უფრო დიდი მასშტაბის რეგიონალური კონფლიქტი გამოიწვიოს.

„მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებას თან ახლავს საფრთხე, რომ უფრო დიდ რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზრდება, რის გამოც რეგიონის მესამე მხარეებმა თავი შორს უნდა დაიჭირონ ამ კონფლიქტისგან“, – აცხადებს ბაიდენი.

მისივე თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, საფრანგეთთან და რუსეთთან ერთად, და მოძებნოს მშვიდობიანი გამოსავალი და მხარი დაუჭიროს ნდობის აღდგენას.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს