ლევან იოსელიანი ხელისუფლებას მიმართავს, სასწავლო პროცესი ორ ცვლაში წარიმართოს

პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ლიდერმა ლევან იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე ხელისუფლებას ინიციატივით მიმართა, სასწავლო პროცესის ეფექტიანი აღდგენის ასევე, მოსწავლეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, მოხდეს ჯგუფების ორ ნაწილად გაყოფა და სასწავლო პროცესის ორ ცვლაში დაწყება.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იყოს შაბათი და კვირა.

„ერთჯერადად გაცემული, დახმარებების ნაცვლად კი, რაც არის ამომრჩევლის მოსყიდვა და არაფერი სხვა, მოხდეს პედაგოგთა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება. ეს არის ერთადერთი სწორი გზა ამ ვითარებაში, მე და ალეკო დღის განმავლობაში ასობით ზარს ვპასუხობთ და მათი დიდი ნაწილი სწორედ აღნიშნულ პრობლემას ეხება. საჯარო სკოლებში ონლაინ სწავლება სამარცხვინოდ მიმდინარეობს, მხოლოდ 2 ან 3 გაკვეთილი ტარდება დღის მანძილზე და აქედან ერთი სპორტია თეორიულად და მეორე მუსიკა თეორიულად, ეს ხომ ძალიან არასერიოზული მიდგომაა სახელმწიფოს მხრიდან მოსწავლეთა განათლებისა და ცოდნის გაზიარების მიმართ. ამიტომ ეფექტური გადაწყვეტილებებია საჭირო და მოვუწოდებთ შესაბამის სტრუქტურებს, რომ დაუყოვნებლივ გადადგან ადეკვატური ნაბიჯები", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს