ბესიკ დონაძე - „ქართული ოცნება“ აპირებს, საუბნო კომისიების თავჯდომარეებად მათთან აფილირებული პიროვნებები დანიშნოს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ბესიკ დონაძის ინფორმაციით, 30 სექტემბერს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია აპირებს, რომ საუბნო კომისიების თავჯდომარეებად „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პიროვნებები დანიშნოს.

ბესიკ დონაძის განცხადებით, ეს ადამიანები არიან საჯარო მოხელეები, სკოლის დირექტორები და ააიპ-ის თანამშრომლები, ხოლო მათი საუბნო კომისიების თავჯდომარედ დანიშვნა საარჩევნო კოდექსს არღვევს.

„ევროპულმა საქართველომ“ წინა ბრიფინგზე გაგაცანით იმ ადამიანების სია, რომლებიც დაკავშირებული არიან „ქართულ ოცნებასთან“ და როგორც ნეიტრალური წევრები აირჩიეს საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიის წევრებად. დღეს წარმოგიდგინეთ სია ადამიანების, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშრიბული, არიან სკოლის დირექტორები, არიან აიპ-ის თანამშრომლები, მერიის თანამშრომლები და 30 სექტემბერს, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომები გაიმართება და იხსნება უბნები, ამ ადამიანების არჩევას აპირებს „ქართული ოცნება“ და ეს შეთანხმებულია საოლქო საარჩევნო კომისიასთან. ეს ადამიანები იქნებიან საუბნო საარჩევნო კომისიების თავჯდომარეები. ეს ადამიანები გამოირჩევიან ხელისუფლებასან მორჩილებით, გამომდინარე იქიდან, რომ დაინტერესებულები არიან და მუშაობენ საჯარო სამსახურებში, არიან დასაქმებულები, აქვთ თანამდებობები. 30 სექტემბერს ამ ადამიანებს აირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული წევრები და ,,ქართული ოცნების" მიერ დანიშნული კომისიის წევრები.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად ჩვენს ხელთ არსებული რესურსით და კანონის შესაბამისად, რათა შევუშალოთ საოლქო კომისიას ხელი და არ მოხდეს ამ ადამიანების არჩევა. თუმცა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დაკომპლექტების წესი საარჩევნო კოდექსში არის იმგვარი, რომ უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“. არც ერთი ჩვენ მიერ წარმოდგენილი პიროვნება და კომისიის წევრი არ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი თავის არჩევანში, რადგან ეს ადამიანები დასაქმებულები არიან მერიის სტრუქტურებში, არიან სკოლის დირექტორები და გამომდინარე აქედან, რადგან „ქართულ ოცნებას“ აქვს უმრავლესობა, სარგებლობს ამ პრივილეგიით და ხდება ამ მიკერძოებული ადამიანების არჩევა. ეს ადამიანები ასრულებენ პირდაპირ „ქართული ოცნების“ შტაბის მითითებებს. საარჩევნო კანონდმებლობაში გაწერილია კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც არჩეული კომისიის წევრები არ უნდა იყვნენს მიკერძოებულები და ხელისუფლებასთან აფილირებული, ხოლო ამ პიროვნებების კომისიაში არჩევა არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას“, - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

ინფორმაციას ,,ევროპული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს