დებულებაში, რომელიც მაჟორიტარული ბიუროების ფუნქციონირებას არეგულირებს, ცვლილებები შედის

დებულებაში, რომელიც მაჟორიტარული ბიუროების ფუნქციონირებას არეგულირებს, ცვლილებები შედის. ცვლილებები 10-ე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს და მათ ბიუროებს შეეხება და ის დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა.

ინიციატივა ბიუროს სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა წარმოადგინა. როგორც მან განმარტა, მიუხედავად ოლქების გამსხვილებისა, ყველა მუნიციპალიტეტში შენარჩუნება მაჟორიტარის ბიურო, რათა მოქალაქეებისთვის ის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი იყოს.

„დაფინანსების წესი გადანაწილებული იყო 73 მაჟორიტარზე, ახლა არის 30 მაჟორიტარზე. პირობითად, ერთი სამაჟორიტარო ოლქი რომ ავიღოთ 4 მუნიციპალიტეტიანი, იქ იქნება 3500 ლარი თითოეული ბიუროს მუშაობისთვის გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მაჟორიტარი ეყოლება 4 მუნიციპალიტეტს, 4-ვე მუნიციპალიტეტში მაინც იქნება და იფუნქციონირებს ბიუროები და თითოეულს ექნება დაფინანსება 3500 ლარის სახით. იქ გამონაკლისიც არის რა თქმა უნდა, სადაც უფრო მაღალია ამომრჩეველთა რაოდენობა და ჩვენ მაქსიმალურად შევძელით, რომ არსებული ფონდი, რაც ეკუთვნოდა მაჟორიტარულ ბიუროებს, გადანაწილდა იმის თანაფარდობით, რა თანაფარდობაც იქნება 30 მაჟორიტარულ ოლქში.

პრინციპი არის ის, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში შემავალ მუნიციპალიტეტში შენარჩუნდება ბიუროები და ბუნებრივია, თავად მაჟორიტარი გადაანაწილებს ამ ბიუროებში თავიანთ თანამშრომლებს, რაც მთავარია ყველა მოქალაქეს ისევ ექნება საშუალება, რომ მიმართოს ბიუროებს,“- განაცხადა მაჭარაშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს