ზურაბ ჭიაბერაშვილი - სიკვდილიანობის მატება ვირუსის გავრცელების ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე მკაფიო ინდიკატორია

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ,,ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშილი, ეპიდემიასთან საბრძოლველად მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და მათ კითხვებით მიმართავს.

ზურაბ ჭიაბერაშილი განცხადებით, მნიშვნელოვანია მთავრობამ პასუხი შემდეგ 3 შეკითხვაზე გასცეს: 1. როგორ გამოიყენა მთავრობამ 7 თვე? 2. გვყოფნის თუ არა ლაბორატორიული სიმძლავრე კონტაქტების დასადგენად, თუ ახლა ის იტესტება, ვისაც სიმპტომი აქვს? 3. რა რესურსი აქვს ქვეყანას ეპიდემიასთან საბრძოლველად და როგორ ვიყენებთ ამას?

„1. დღეს ქვეყანაში PCR-ტესტის ჩატარების დღიური სიმძლავრე 9,000-9,500-მდეა (ასე ჩანს სტატისტიკიდან). ნაცხი შეგვიძლია ავიღოთ თუნდაც 20,000, მთავარია ერთ დღეში რამდენის პასუხი გვეცოდინება. თუ ავიღებთ 9,500-ზე მეტს, ტესტების ნაწილის პასუხი მოვა 2 დღის შემდეგ. საქართველოში უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კარანტინში მყოფი ადამიანები ტესტის პასუხს 2 დღეზე მეტს ელოდნენ. ეს არაა მხოლოდ ჩვენი პრობლემა. მაგალითად, ამერიკაშიც იდგა ეს პრობლემა გაზაფხულიდან მოყოლებული, ოღონდ იქ პრობლემა მაშინვე დაუდგათ. ჩვენ 7 თვე გვქონდა, რომ სიმძლავრეები გაგვეზარდა. როგორ გამოვიყენეთ?

  1. იქნებ 9,500 საკმარისია? შეიძლება ჯერ კიდევ საკმარისია, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც მთავრობამ ვირუსის შეკავების ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური რესურსი გაზაფხულზე უყაირათოდ გაფლანგა და მოქმედების მანევრი შეზღუდული აქვს, უნდა ველოდოთ ინფიცირებულთა მატებას. გვყოფნის ლაბორატორიული სიმძლავრე კონტაქტების გაათმაგებული და გაასმაგებული რაოდენობის დროულად დასადგენად და დასატესტად? თუ ამაზე ხელი ავიღეთ და ახლა, უბრალოდ, იმათ ვტესტავთ, ვისაც სიმპტომები გამოუვლინდება?
  2. მაშინაც კი, როდესაც ვირუსი იწყებს ისეთ გავრცელებას, როგორიც სექტემბრის დასაწყისიდან გვაქვს, გავრცელების კლასტერების (მათ შორის, უსიმპტომო ინფიცირებულების) გაფართოებული დიაგნოსტიკით დაჭერა საკვანძოა. PCR-ტესტების ჩატარების სიმძლავრეები თუ არ გვყოფნის, არა-PCR სწრაფი ტესტების გამოყენება უნდა დავიწყოთ. დგას ამის საჭიროება? რა რესურსი გვაქვს? რამდენს და როგორ ვიყენებთ? 4.სიკვდილიანობის მატება ვირუსის გავრცელების ყველაზე ტრაგიკული და, იმავდროულად, ყველაზე მკაფიო ინდიკატორია“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ინფორმაციას ,,ევროპული საქართლოვეს" პრესსამსახური ავრცელებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ