მეორე კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი 435.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 435.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სებ-ის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 18.8 მლრდ აშშ დოლარი (57.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 111.5 პროცენტია.

„2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 435.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 202.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 199.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 33.2 მლნ აშშ დოლარით და 370.5 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 8.3 მლრდ აშშ დოლარი (25.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 49.2 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 6.2 მლრდ აშშ დოლარი (18.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 36.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 447.6 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 782.8 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი) და 893.9 მლნ აშშ დოლარი (2.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (13.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.5 მლრდ აშშ დოლარი (13.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.9 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (10.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.6 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.5 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 10.9 მლრდ აშშ დოლარი (33.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 64.9 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.6 მლრდ აშშ დოლარია (14.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.5 პროცენტია.

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 3.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 3.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილებების გამო - 74.9 ათასი აშშ დოლარით. 2020 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 447.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 198.1 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს