ლევან დავითაშვილი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - არ ველოდებით ფასების ზრდას პურზე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი წნეხია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი არაა.

როგორც მინისტრმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში", ლარის გაუფასურების გამო, სასურსათო პროდუქტების ნაწილზე ფასების გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა, ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგებია.

„ამ მომენტში ჩვენ სრულად ვაკონტოლებთ ფასს პურზე. ესაა ყველაზე მგრძნობიარე კატეგორია და მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით მინდა განვუცხადო, რომ არ ველოდებით ფასების ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი წნეხია.

ხორბლის მარაგები გვაქვს მაქსიმალული, 100 ათას ტოანაზე მეტია ინდუსტრიული მარაგები წისქვილებში და ამას ემატება ფერმერების ადგილობრივი წარმოება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ფქვილის ფასი იყოს სტაბილური და არ ჰქონდეთ მეპურეებს პურის გაძვირების წინაპირობა. ვხვდებით ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ზეგაც გვექნება შეხვედრა მეპურეებთან და მეორბლეებთან“, - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება 9 სასურსათო პროდუქტის ფასის სავალუტო კურსის გავლენით ზრდისგან დაზღვევის პროგრამას, მინისტრის განცხადებით, პროექტისთვის გამოყოფილი 10 მილიონი სრულად არ დაიხარჯა და დაზოგილი თანხა სხვა პროექტების დასაფინანსებლად მიიმართა.

„რა თქმა უნდა, შორს ვართ აზრისგან, რომ ყველა ფასი პანდემიამდე ნიშნულზე დავიჭირეთ. ეს შეუძლებელია და ამას მთელი საბიუჯეტო რესურსი არ ეყოფოდა.

მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს აქვს სოციალური და ეკონომიკური დახმარების ნაწილში პაკეტი იყო უპრეცენდენტოდ მაღალი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს. ამან შესაძლებლობა მოგვცა, რომ შევინარჩუნეთ დარგები, სექტორები“,-აღნიშნა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს