თბილისის მერის მოადგილემ მთარგმნელთა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ ფარგლებში, მთარგმნელთა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მერიის ინფორმაციით, ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემია გადაეცა მანანა ანთაძეს, გივი შაჰნაზარს, მანანა ცხვედიაშვილს, ერეკლე საღლიანს, ბაღათერ არაბულს, ცისანა ანთაძეს, ბელა შალვაშვილს და ბადრი თევზაძეს, ხოლო ალექსანდრე ელერდაშვილი ზეზვა მედულაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა. ღონისძიებაზე სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ წლის რჩეულ იუბილარებს, ხოლო ტარიელ ხარხელაურს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია მიენიჭა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული პოეზიის ანთოლოგიის ორტომეული, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა, ასევე, „ბალადა ვეფხვისა და მოყმისა“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 17 ენაზე ითარგმნა.

ფესტივალი 25 სექტემბერს, იმერეთში, ოტია იოსელიანის საიუბილეო ღონისძიებით დაიწყო და 30 სექტემბერს, წყნეთში, ახალგაზრდა პოეტების ლექსების საღამოთი დასრულდება, რომელიც მშვიდობას მიეძღვნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა