„ახალგაზრდობის სააგენტომ“ შიდა ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის გაერთიანებული რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ონლაინ ფორმატში გამართა

„ახალგაზრდობის სააგენტომ" რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების ციკლის ბოლო შეხვედრა ონლაინ ფორმატში გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდობის სააგენტოდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფორუმი აერთიანებდა შიდა ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის რეგიონის ახალგაზრდებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ფორუმის გახსნით ნაწილში, სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სამხარაძე, მცხეთა–მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მაცაცო ნარიმანიძე და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენელი ნატალია ზაქარეიშვილი მონაწილეობდნენ.

ფორუმების მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“–ის შემუშავების პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უშუალოდ ჩართვა.

ფორუმზე სააგენტომ ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტის ამ ეტაპზე შემუშავებული ვერსია წარადგინა, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები რეკომენდაციების შესამუშავებლად თემატურ სამუშაო ჯგუფებში გადანაწილდნენ.

დღევანდელი ღონისძიებით რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების ციკლი დასრულდა, რომელიც საქართველოს 10 რეგიონს მოიცავდა. დასავლეთ საქართველოში 3 ფორუმი ფიზიკურ სივრცეში გაიმართა, აღმოსავლეთ საქართველოში დაგეგმილი 4 ფორუმი კი ეპიდვითარების გათვალისწინებით ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

საერთო ჯამში გამართული 7 მასშტაბური ფორუმიდან, ახალგაზრდებისგან მიღებული რეკომენდაციები შეჯამდება და მომზადდება ანგარიში, რომელსაც სააგენტო "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025"-ის შემუშავებისას გაითვალისწინებს.

რეგიონული ახალგაზრდული ფორუმები ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

„სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ი საქართველოს პარლამენტის მიერ, სააგენტოს ჩართულობით შემუშავებული „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ საფუძველზე იქმნება. დოკუმენტს, რომლიც ქვეყნის ახალგაზრდულ სტრატეგიას მომავალი 5 წლის მანძილზე განსაზღვრავს, ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოში ევროკავშირის პროგრამის Skills4jobs საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით"',- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა