გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთო ყველაფერს გააკეთებს, რათა ყარაბაღში საომარი მოქმედებები შეჩერდეს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთო-ს აქვს მუდმივი კონტაქტი როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან და ცდილობს ამ კონფლიქტის დეესკალაციას და მოლაპარაკებების გაგრძელებას.

მისი თქმით, ეს კონფლიქტი საფრთხეს უქმნის არამარტო ამ ქვეყნებს, არამედ მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას. როგორც წერეთელმა აღნიშნა, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიური მოქმედებები, რათა მოვლენები არ განვითარდეს მსგავსი სცენარით.

„ეუთო, როგორც რეგიონში კონფლიქტების მედიატორი, მოუწოდებს მხარეებს, რომ შეწყდეს საომარი მოქმედებები და ეუთოს მინკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად გაგრძელდეს სამშვიდობო მოლაპარაკებები. სამწუხაროა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ეს უკვე მეორე კონფლიქტია, ამჯერად კიდევ უფრო დიდი მასშტაბის, არის მსხვერპლი როგორც სამხედრო, ისე მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანაა, რომ შეჩერდეს საომარი მოქმედებები და გამოინახოს მოლაპარაკებებით კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზა. სომხეთიც და აზერბაიჯანიც ეუთოს წევრი ქვეყნებია და მათ ვალდებულებები გააჩნიათ, რომ საომარი მოქმედებების გარეშე წარმართონ პროცესი და მოსახლეობამ მძიმე შედეგი არ მიიღოს.

ეს კონფლიქტი წარმოადგენს საფრთხეს რეგიონის უსაფრთხოებისათვის და ეუთო-ს მოვალეობაა, რომ მისი მასშტაბები არ გაიზარდოს და მეტი მსხვერპლი აღარ იყოს.

სამწუხაროა, რომ მესამე ათწლეულია მუდმივად არის ძებნა სამხედრო ჩარევის გარეშე მოგვარდეს ეს დავა, აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით. თუმცა ჯერჯერობით, არც პოლიტიკური ნებაა და ვერც საერთაშორისო მედიაცია შედეგს ვერ აღწევს. ამიტომ, უფრო მეტია გასაკეთებელი უფრო ეფექტური მოქმედებაა საჭირო, რათა მსგავსი სცენარით არ განვითარდეს მოვლენები“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა