სოზარ სუბარი - 2021 წელს ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონი ექნება

2021 წელს, ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონი ექნება,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიტმა სოზარ სუბარმა ვარკეთილი მესამე მიკრორაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

სუბარის თქმით, 2018 წლიდან დღემდე მხოლოდ ვარკეთილის რაიონში 8 სკვერი/დასასვენებელი სივრცე, 16 ფიტნეს ზონა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით 1 სტადიონი და საფეხბურთო კომპლექსი აშენდა, რაშიც 2 100 000 ლარი დაიხარჯა.

,,ამ ეტაპზე 3 სკვერის და სკეიტბორდის მოედნების მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო 2021 წელს, ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონიც ექნება“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

გარდა ამისა, როგორც მოსახლეობამ შეხვედრაზე განაცხადა, ვარკეთილის განაშენიანება, რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნებისა და ბავშვებისთვის ატრაქციონის მოწყობის საშუალებას იძლევა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება